კუჭის დაპატარავება 28 დღეში ბანანის უგემრიელესი დესერტით! - Gemrielia.ge

კუჭის დაპატარავება 28 დღეში ბანანის უგემრიელესი დესერტით!


ეს დესერტი განსაკუთრებით მათთვის არის რეკომენდებული, ვისაც წონაში კლება აქვს გადაწყვეტილი, რადგან ის გახლავთ კუჭის დაპატარავების 28-დღიანი ციკლის შემადგენელი ნაწილი.

უპირატესობა იმაშია, რომ შეგიძლიათ ეს დესერტი მიირთვათ თქვენ საყვარელ თხილის კარაქთან ერთად, რაც მას განუმეორებლად გემრიელს ხდის, ამასთან კი სასარგებლოს თქვენი ჯანმრთელობისა და სხეულისთვის.

ინგრედიენტები:


1 ბანანი

2 ჭიქა უშაქრო, ნატურალური თხილის კარაქი (ნებისმიერი: ქეშიუს, არაქისის ან ნუშის კარაქი).

1/3 ჭიქა დაქუცმაცებული თხილეული და მზესუმზირა (თქვენი არჩევით: მზესუმზირა, გოგორის თესლი, სელი, ან ქოქოსის უშაქრო ფანტელი).

გარდა ამისა, დაგჭირდებათ კაკაოს ფხვნილი;

დაფქული დარიჩინი;

ზღვის მარილი.

მომზადების წესი:

1. გაფცქვენით ბანანი, წაუსვით მას თხელ ფენად თხილის კარაქი.

2. დაყარეთ თეფშზე კაკაო, მწიკვი მარილი, დაქუცმაცებული თხილეული და სასურველი მარცვლები (მზესუმზირა იქნება, თუ სხვა...) კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და ამოავლეთ მასში კარაქწასმული ბანანი.

3. დაჭერით თხილში ამოვლებული ბანანი დაახლოებით 2,5 სმ სისქის ნაჭრებად.

4. შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ დესერტი, ან გააცივოთ და შემდეგ.

შენიშვნა: დარწმუნდით, რომ დესერტის ყოვდლღიური ულუფა არ აჭარბებს 1/2 ბანანს.