აი, როგორ გავარჩიოთ ნატურალური კაკაოს ფხვნილი სუროგატისგან: გამოიყენეთ ეს ხრიკი!
კაკაოს დამსახურებულად უწოდებენ ღმერთების სასმელს. მას აქვს უნიკალური თვისება, მოგვანიჭოს სიმშვიდე, სიბრძნე, აღგვიმაღლოს განწყობა, აგვავსოს შინაგანი ენერგიით.
ცენტრალური ამერიკის ინდიელები პირველები იყვნენ, ვინც მუქი-ყავისფერი ნაყოფის სასმელი გასინჯეს და მას სახელად "kakawa" დაარქვეს.
ინდიელებმა დანაყეს კაკაოს მარცვლები, შეურიეს მას წყალი და სანელებლები და რომ გაესქელებინათ და უფრო ნოყიერი გაეხადათ, დაუმატეს სიმინდის ფქვილი. ევროპელებმა, კი რომელთაც ეს უნიკალური პროდუქტი კოლუმბის დამსახურებით გაიცნეს, სასმელს დაუმატეს შაქარი, რძე და ნაღები...
ნატურალური კაკაო
კაკაოს მომზადების როგორი რეცეპტიც არ უნდა იცოდეთ, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, არ შეცდეთ კაკაოს ფხვნილის არჩევისას: მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს შეუძლია ორგანიზმს სარგებლობა მოუტანოს.
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კაკაო სისხლში ანტიოქსიდანტების დონეს მაღლა წევს, არეგულირებს წნევას და გულისცემას, ხსნის მტანჯველ ხველას, ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას და რა თქმა უნდა, ამაღლებს განწყობას.
ხარისხიანი კაკაოს ფხვნილი
1. შეფუთვაზე უნდა ჰქონდეს ნიშანი, რომ კაკაო არაალკოჰოლიზებულია, ანუ არ არის ქიმიურად დამუშავებული ფერის მისაცემად. ალკალიზებული ფხვნილი უფრო იაფი ღირს, მაგრამ საკონდიტრო ნაწარმისთვის ცუდი არ არის.
2. ხსნად კაკაოს არანაირი საერთო არ აქვს ნატურალურ კაკაოსთან.
3. ეტიკეტზე ასევე უნდა ეწეროს ცხიმების რაოდენობა – 15 %, რაც ცხიმის სიჭარბეზე და კაკაოს მარცვლის ხარისხიანობაზე მეტყველებს.
4. ხარისხიან კაკაოს აქვს მკვეთრი ფერი, ღრმა შოკოლადის არომატიც და მომწარო გემო.
5. ფხვნილის სტრუქტურა ერთგვაროვანი უნდა იყოს: პუდრივით წმინდა.
6. ხარისხიანი კაკაოს გარჩევა მარტივი ხრიკითაც შეგიძლიათ: თუკი ფხვნილს თითებს შორის გაქნით, ის არ ჩამოგცვივდებათ, არამედ დაგრჩებათ კანზე ცხიმოვანი ყავისფერი ნალექი. სამწუხაროდ, ამ ხრიკის ჩატარება მხოლოდ კაკაოს შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.
7. გამოსცადეთ საკუთარ თავზე ამ საოცარი სასმლის ხარისხი. მოხარშეთ ფინჯანი არომატული სასმელი და თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, რომ აივსებით ენერგიითა და ძალებით, სამყარო კი უცებ ნათელი ფერებს შეიძენს!