აი, რატომ არ შეიძლება კვერცხის მაცივარში შენახვა და მისი გარეცხვა!
ტემპერატურის მკვეთრი ცვალობადობისას, კვერცხის გარსი ირღვევა, რაც მასზე სახიფათო ბაქტერიების დაგროვებას იწვევს. რადგანაც ნაჭუჭი ნახევრადგამტარია, შესაძლებელია, რომ ბაქტერიები შიგნითაც მოხვდეს.
კვერცხის შესანახად იდეალური ტემპერატურე 19-დან 21 გრადუსამდეა ზამთარში, ხოლო ზაფხულში – 21-დან 23 გრადუსამდე ცელსიუსით.
ოთახის ტემპერატურაზე კვერცხის შენახვა 7-10 დღე შეიძლება, ხოლო მაცივარში – 30-45 დღემდეც ინახება.
მაგრამ თუკი გსურთ, კვერცისგან მიიღოთ ის სარგებელი, რაც მას აქვს, შეინახეთ ის ოთახის ტემპერატურაზე, ოღონდ შეძენისას დარწმუნდით, რომ ის ახალია!
და კიდევ ერთი. არასოდეს გარეცხოთ კვერცხი!
ასე თქვენ ხელს შეუწყობთ ისეთი ბაქტერიების კონტამინაციას, როგორიც არის სალმონელა. ამიტომაც მაღაზიებსა და მწარმოებლებს კატეგორიულად ეკრძალებათ კვერცხის გარეცხვა.
საქმე ისაა, რომ კვერცხის ნაჭუჭს აქვს სპეციალური დამცავი ფენა, რომელიც შიგთავსს იცავს მავნე ბაქტერიების შიგნით შეღწევისგან. თუ თქვენ კვერცხს გარეცხავთ, უბრალოდ ჩამორეცხავთ ამ დამცავ ფენასაც და შესაძლოა, ხელი შეუწყოთ ბაქტერიის შიგთავსში შეღწევას!
დაბოლოს. მოერიდეთ საკვებში უმი კვერცხის გამოყენებას, თუ დარწმუნებული არ ხართ მის ხარისხსა და ვადაში.