ჟურნალ "გემრიელიას" იაპონური საღამო "იაკუძა სუში ბარში" - Gemrielia.ge

ჟურნალ "გემრიელიას" იაპონური საღამო "იაკუძა სუში ბარში"




ჩემი რესპონდენტები ამ ღონისძიებაზე, "გემრიელის"ახალ და საინტერესო რუბრიკებზე, "იაკუძას"უგემრიელესი კერძების სარგებლიანობაზე გვესაუბრებიან. გემრიელად კვების მოყვარულთათვის ყველაზე სასიამოვნო სიახლე ის გახლავთ, რომ მომავალი კვირიდან "იაკუძაში" სუშის ბურგერების დაგემოვნებას ან მათ შინ გამოძახებას შეძლებენ.
GEMRIELIA
ეკატერინე პეტრიაშვილი, ჟურნალ "გემრიელის"ბრენდ მენეჯერი:

- ჟურნალი "გემრიელი"ორი თვეა, რაც განახლებული სახით, ახალი რუბრიკებით გამოდის, ივნისის თვიდან თემატური რესტორნების წარდგენა დაიწყო და ეს ყოველთვიურ ტრადიციად დამკვიდრდება. პირველი შეხვედრა სუში ბარ "იაკუძაში"მოვაწყვეთ, სადაც უმეტესად ჩვენი პარტნიორი კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები იყვნენ მოწვეულები და ჟურნალთან ერთად, იაპონური კერძების წარდგენა მოხდა, შეფ-მზარეულმა მასტერკლასი ჩაატარა და მისგან რჩევებიც მივიღეთ. სუშის როლებისა და ბურგერების გაკეთებაში მონაწილეობა მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს და ძალიან იხალისეს, რაც მთავარია, მისი კეთება თვითონვე ისწავლეს. სუში ბურგერი ექსკლუზიური სიახლეა "იაკუძასთვის", ბრინჯისაგან და ორაგულისგან მზადდება და უგემრიელესია, ზემოდან მფრინავი თევზის ქვირითი აქვს მოყრილი.
GEMRIELIA
მასტერკლასების დასრულების შემდეგ, დეგუსტაცია გაიმართა, ჩამოთვლილის გარდა, იაპონური ცხელი კერძებიც დავაგემოვნეთ. განსაკუთრებული კი ის იყო, რომ სტუმრებს ცხელი საკე - ბრინჯის არაყი გავსინჯეთ და ძალიან მოგვეწონა. ბოლოს გათამაშება მოეწყო - სტუმრებს ”fortune cake”"-ები დავურიგეთ და მარკეტინგის ორი მენეჯერი "იაკუძას" ვიპ-კლიენტი გახდა - ისინი ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ყველა სტუმარს საჩუქრად ჟურნალი "გემრიელი"გადაეცა. ივლისის ნომერი იაპონურ თემატიკაზე, მის კულტურაზე, ტრადიციებზე იქნება, ასევე, "იაკუძა"წარმოგვიდგენს სუშის რეცეპტს. აქვე აღვნიშნავ, რომ "იაკუძა"ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა, კიევსა და ხარკოვში საკმაოდ პოპულარული იყო, თავიდან სუშის გამოძახების სერვისით შემოვიდა, დეკემბერში კი ბარიც გაიხსნა, რომელიც კეკელიძის N14-ში მდებარეობს. აღსანიშნავი და მთავარი ისაა, რომ აქ პროდუქტი "ფრეშია", არ იყინება, რადგან გაყინვა მას სასარგებლო თვისებებს უკარგავს. პროდუქცია ნორვეგიიდან ჩამოდის, სპეციალურად დაცული შესაბამისი კონტეინერებით, ამიტომ ჯანსაღი, კარგი და მაღალი ხარისხისაა, ფასი კი დაბალი და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.
GEMRIELIA
ქეთევან ადეიშვილი, ჟურნალ "გემრიელის"რედაქტორი:

- როგორც იცით, ადრე, ჟურნალი მთლიანად რეცეპტებზე იყო ორიენტირებული, რაც ჩემი აზრით, ცოტა მოსაწყენი შეიძლებოდა ყოფილიყო, ამიტომ, გადავწყვიტეთ, წასაკითხი მასალა გაგვემრავალფეროვნებინა. განახლებული ვარიანტი კი უფრო სახალისო და საინტერესო წასაკითხი იქნება. რეცეპტების რაოდენობა დიდად არ შეგვიმცირებია. ახალი რუბრიკებია სამზარეულოს ინვენტარი, სადაც ჩვენს მკითხველს ინფარმაციას ვაწვდით სამზარეულოს სხვადასხვა სახის მოწყობილობის შესახებ, ცნობილი შეფ-მზარეული, "ჯანსაღი კვება", რაც მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალურია. დიეტებიც იქნება. გვაქვს რუბრიკა იმის შესახებ, თუ რა დაგვაყენებს კარგ განწყობაზე (იცინის), რა არის ანტიდეპრესანტი, რომელი სასმელი, საჭმელი, რომელი ვიტამინებითაა გაჯერებული, როდის რა მივირთვათ და ა.შ. გვაქვს რუბრიკა - ეტიკეტი გულისხმობს კონკრეტული კერძის მირთმევისა და სუფრის ინვენტარის მოხმარების წესებს. ჟურნალის ბოლო ნაწილში მომდევნო ნომრის ანონსი დაემატა და ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მიახლოებით გაიგოს, რას წაიკითხავს. რუბრიკაში "მოგზაურობა"მკითხველს მოვუთხრობთ სხვადასხვა ქალაქების, შენობების შესახებ. საუბარი კულინარიისა და კერძების გარდა, ღირსშესანიშნაობებზეა, ქალაქს აღვწერთ და მოგზაურობით დაინტერესებული ადამინებისთვის კარგი გზამკვლევი იქნება. ასევე მოგითხრობთ თვისა და წლის განმავლობაში მომხდარ კულინარიულ სიახლეებზე და ა.შ. მოკლედ, ჟურნალი ძალიან გამრავალფეროვანებულია.
GEMRIELIA
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე:

- ელექტრონულ ფოსტაზე ჟურნალ "გემრიელისგან" საინტერესო მიწვევა მივიღე იაპონურ საღამოზე, წავედი და ძალიან ვისიამოვნე, ლამაზი და მყუდრო გარემო იყო. განახლებულ ჟურნალსაც გავეცანი და ძალიან მომეწონა ის, რა ცვლილებებიც განიცადა, ბევრად თანამედროვე და საინტერესო გახდა. ფოტომასალაც საინტერესოდაა წარმოჩენილი და ისეთი რუბრიკებია, რომლებიც, ვფიქრობ, ჩვენი კომპანიისთვის საინტერესო იქნება და მომხმარებელსაც კარგად მივაწვდით. ღონისძიებაზე ძალიან გემრიელი სუში დავაგემოვნეთ, ვისწავლეთ იაპონური კერძის გაკეთება, რაც საკმაოდ მარტივი იყო, გავერთეთ და მადლობა ამისთვის "გემრიელს", მსგავს ღონისძიებაში კიდევ სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და მოხარული ვიქნები, თუ მიმიწვევენ.
GEMRIELIA
ავტორი თამთა დადეშელი