ყველა დიასახლისს კატლეტის მომზადების თავისი საიდუმლო აქვს... ჩვენც გვაქვს თქვენთვის რამდენიმე წესი! - Gemrielia.ge

ყველა დიასახლისს კატლეტის მომზადების თავისი საიდუმლო აქვს... ჩვენც გვაქვს თქვენთვის რამდენიმე წესი!

გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლის გათვალისწინებითაც უგემრიელესი წვნიანი და ფუნფულა კატლეტები გამოგივათ:


საუკეთესოა, თუკი 3 სახეობის ხორცის ფარშს შეურიევთ: ღორის, საქონლის, ცხვრის.

რძეს ფარშში ნუ დაუმატებთ! გამოიყენეთ მხოლოდ თბილი ანადუღარი წყალი.

ფარშში კვერცხის დამატებისას, მხოლოდ გული გამოიყენეთ.

ხახვი არ დაგენანოთ – თუ გსურთ, რომ კატლეტი უფრო წვნიანი გამოვიდეს.

პური შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი ბოსტნეულით: კომბოსტოთი, კარტოფილით, სტაფილოთი.

საფანელად შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული გახუხული ორცხობილა ან ფქვილი.

კატლეტებს ფორმა სველი ხელებით მიეცით და მაშინვე დადეთ გახურებულ ტაფაზე.

შეგიძლიათ კატლეტები ათქვეფილ ცილაში ამოვალოთ, ასე განსაკუთრებულად გემრიელი და წვნიანი გამოვა...