ტოპ-9 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ტორტის ბისკვიტის მომზადებისას
1. არ გამოიყენოთ სოდა.
ეს მცდარი მოსაზრებაა.. ბისკვიტი ბევრად ფაფუკი გამოვა, თუკი მასში ცოტაოდენ სოდას ან გამაფხვიერებელს დაუმატებთ. უმჯობესია, თუ მათ ფქვილში შეურევთ და ისე დაამატებთ ბისკვიტში.
2. რაც უფრო ტკბილია ბისკვიტი, მით უკეთესია.
შაქარი საშუალებას არ მისცემს ბისკვიტს ამოვიდეს და ამასთან მას მოყავისფროს გახდის.
3. ბევრი ფქვილი
აურიეთ ფქვილში სახამებელიც (3/4 ფქვილი, 1/4 სახამებელი)... ასე ბისკვიტი უფრო ფუნფულა გამოვა.
4. რაც უფრო დიდხანს და ინტენსიურად ავთქვეფთ კვერცხს, მით უკეთესი ბისკვიტი გამოვა.
ეს შეცდომაა! უნდა ათქვიფოთ კვერცხი მანამ, სანამ 3-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში. თუ კიდევ გააგრძელებთ თქვეფას, მასა დაჯდება და შესაბამისად ბისკვიტიც არ ამოვა.
5. ათქვეფისას მთელი შაქრის ერთდროულად ჩაყრა.
ჯერ უნდა აითქვიფოს კვერცხი, შემდეგ 3-5 ეტაპად მაღალ სიჩქარეზე უნდა დაუმატოთ შაქარი.
6. გაუცრელი ფქვილი
ფქვილი აუცილებლად უნდა ჩაცრად ძირითად მასაში, თუ გსურთ, რომ ბისკვიტი კარგად ამოვიდეს.
7. ბისკვიტის ცომი ცხიმის გარეშე
თუ გსურთ, უფრო ბისკვიტი ძალიან მშრალი არ გამოვიდეს, დაუმატეთ მასში ცოტაოდენი კარაქი.
8. ფორმაზე ზეთის წასმა.
იმისათვის, რომ ბისკვიტი კარგად ამოვიდეს და ფორმიდან ადვილად ამოიღოთ – გააკეთეთ ე.წ. "ფრანგული აპკი". ამისათვის ფორმას ჯერ წაუსვით რამდნიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, შემდეგ კარგად წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ასე ბისკვიტი ლამაზი ფერიც გამოვა და მარტივადაც ამოიღებთ ფორმიდან.
9. ოთახის ტემპერატურაზე გაცივება.
კი, ბისკვიტი ჯერ ოთახის ტემპერატურაზე უნდა გააცივოთ, ხოლო შემდეგ შეახვიოთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედგათ მაცივარში 30-60 წუთის განმავლობაში. ასე ბევრად რბილი, ელასტიკური და ნაკლებ მშრალი გამოვა.