რაც ეს ჭურჭლის სახეხი საშუალება აღმოვაჩინე, მიმწვარ ცხიმს წამებში ვაშორებ
ყველა დიასახლისმა იცის, რა რთულია, სამზარეულოს ჭურჭლის ჩამჯდარი და მიმწვარი ცხიმისგან გასუფთავება.
მაღაზიებში, რა თქმა უნდა, უამრატვი სარეცხი საშუალება არსებობს, მაგრამ როგორც წესი, ისინი ძვირია და ამასთან შეიცავს უამრავ ქიმიურ კომპონენტს, რაც არც ისე სახარბიელოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ამიტომაც გთავაზობთ ძალიან ეფექტურ ჭურჭლის სახეხ საშუალებას, რომლისთვის მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
1/4 საჭმლის სოდა
1/4 ჭიქა წყალბადის ზეჟანგი
მომზადება:
შეურიეთ ორივე ინგრედიენტი. წაუსვით მიღებული მასა ჭურჭლის ჭუჭყიან ზედაპირს და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ კარგად გარეცხეთ რბილი ღრუბლით.
შედეგი გაგაოცებთ. უნივერსალური საწმენდი საშუალება სწრაფად მოაშორებს ქვაბებს ყველაზე ჩამჯდარ ცხიმს.
ამ საშუალებით შეგიძლიათ გახეხოთ, ნებისმიერი ზედაპირის მქონე ჭურჭელი, კარადები და სახელურებიც კი.