პროფესორის რჩევები: როგორ უნდა შევინახოთ კვერცხი და რძის პროდუქტები სწორად... - Gemrielia.ge

პროფესორის რჩევები: როგორ უნდა შევინახოთ კვერცხი და რძის პროდუქტები სწორად...

თითქოს თანამედროვე ადამიანს არ უნდა ქონდეს პროდუქტების შენახვასთან დაკავრშირებული პრობლემა: შეაგდე მაცივარში და ნუღარ იდარდებ... მაგრამ ყველაფერი, თურმე, ასე მარტივადაც არ არის.

 

პროფესორი ევგენი კომაროვსკი გვასწავლის, როგორ უნდა შევინახოთ კვერცხი და რძის ნაწარმი სწორად.

ყურადღება მიაქციე იმას, რას ინახა მაცივარში. შეამოწმე ყველა პროდუქტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ ინახავ კვერცხს!

1. რძე
რძე არ უნდა ინახებოდეს 5 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომაც არასოდეს შეინახოთ ის მაცივრის კარებზე – გარდა იმისა, რომ იქ იმაზე მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე თაროზე, მაცივრის ყოველი გაღებისას, იქ ხვდება ოთახის ტემპერატურა, ანუ სითბო. თუ რძე მაცივარში კვირაზე მეტხანს დევს, აჯობებს, აღარ გამოიყენოთ.

2. ყველი
კარგად შეფუთული მაგარი სახეობის ყველის შენახვა შესაძლებელია 3-4 კვირის განმავლობაში. ყველის შენახვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.
თუნდაც, ის დაობდეს, არაფერი უჭირს! უბრალოდ ამოაჭერით დაობებული ადგილი ღრმად – დანარჩენი კი თამამად მიირთვით.

3. ხაჭო
ხაჭოს შენახვა ერთ კვირაზე მეტხანს არ შეიძლება. ამასთან მისი კარებზე დადებაც არ შეიძლება. აჯობებს მაცივრის შუა თაროზე შეინახოთ.

4. იოგურტი
თუნდაც იოგურტს დიდი შენახვის ვადა ეწეროს შეფუთვაზე, მისი ერთ კვირაზე მეტხანს გაჩერება, მაინც არასასურველია. შეინახეთ ხაჭოსთან ერთად, შუა თაროზე.

5. კვერცხი
კვერცხის შენახვა უმჯობესია მაცივრის ყველაზე ცივ ადგილას, ამიტომაც მაცივრის კარზე არსებულ თაროებზე მისი დადება არ შეიძლება. საუკეთესოა დატოვოთ ის თავის ორიგინალურ შეუფთვაში და მოათავსოთ ყველაზე ცივ ადგილას – მაცივრის უკანა კედელთან ახლოს ან სულ ზედა თაროზე, მაცივრის ტიპის მიხედვით. კვერცხის შენახვა 3 კვირაზე მეტხანს არ შეიძლება.

გაითვალისწინეთ ეს რჩევები და იყავით მშვიდად და თამამად მიირთვით ასე შენახული პროდუქტები.