შვრიის ფაფის 3 სუპერრეცეპტი იდეალური საუზმისთვის - Gemrielia.ge

შვრიის ფაფის 3 სუპერრეცეპტი იდეალური საუზმისთვის


მაგრამ დღეს გვსურს შემოგთავაზოთ შვრიის ფაფის 3 სუპერრეცეპტები, რომლებსაც მარტივად მოამზადებთ და ძალიან გემრიელია!

1. საჭირო მასალა:
შვრიის ფანტელი - 50 გ
რძე ან წყალი 350 მლ

მომზადება:
შვვრიის მომზადება შეგიძლიათ, როგორც გაზზე, ასევე მიკროტალღურ ღუმელში. თუ გაზზე ამზადებთ, მოათავსეთ შვრიის ფანტელი ქვაბში და დაასხით რძე.
დაუმატეთ მწიკვი მარილი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ადუღეთ 5 წუთი. თან ურიეთ - ფაფამ არ უნდა მიიწვას. თუ მიკროტალღურ ღუმელში ამზადებთ, შვრიის ფანტელს დაასხით რძე (ან წყალი) სპეციალურ ჭურჭელში. შემდეგ შედგით ღუმელში მიკროტალღურ ღუმელში 5 წუთით (Hიგჰ რეჟიმზე). ძალიან გემრიელია არაჟანთან ან თაფლთან ერთად.

2. საჭირო მასალა
შვრიის ფანტელი 2 ჭიქა
თაფკუ 4 ს.კ
ნატურალური იოგურტი 500 გ
ჟოლო 250 გ
1 ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

თავდაპირველად ტაფაზე მოხალეთ შვრიის ფანტელი (ამისათვის 1 წუთზე მეტი არ დაგჭირდებათ). შემდგ დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი, თან ურიეთ. როგორც კი შვრიის ფანტელი ოქროსფერი გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ თაფლი იოგურტი და ფორთოხლის ცედრა.
ეს მასა დაასხით ჟოლოს. როგორც კი ჟოლო დაიწყებს წვენის გამოყოფას, კიდევ ერთხელ ამოურიეთ და მოასხით შვრიის ფანტელს.

3. საჭირო მასალა:
შვრიის ფანტელი 1 ჭიქა
რძე ან წყალი 3 ჭიქა
თაფლი 1 ს/კ
ნიგოზი 100 გ
კურაგა 50 გ
ვაშლი 1 ცალი

მომზადების წესი:
დაასხით რძე (ან წყალი) შვრიის ფანტელს. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთი. თან ურიეთ. შემდეგ გახსენით თაფლი ცოტაოდენ წყალში და მაოსხით ფაფას.
დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და კურაგა (კურაგა წინასწარ დაალბეთ, შემდეგ კი დაჭერით წვრილად). გირჩევთ, ვაშლი წინასწარ გახეხოთ და ისე დაუმატოთ ფაფას. ასე ბევრად გემრიელია.