მურაბის ხარშვის 10 წესი ბებიის ჩანაწერებიდან. გამოგადგებათ ნებისმიერი ხილისთვის. - Gemrielia.ge

მურაბის ხარშვის 10 წესი ბებიის ჩანაწერებიდან. გამოგადგებათ ნებისმიერი ხილისთვის.

არსებობს უამრავი ხრიკი, რომლის წყალობითაც მურაბა იდეალური გამოდის არა მხოლოდ გემოთი, არამედ ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტს.


როგორ მოვხარშით სწორად მურაბა

1. საუკეთესო გამოდის მურაბა მხოლოდ მწიფე და საღი ხილისგან. ამიტომაც, გაუძელით ცდუნებას და არ იყიდოთ იაფად შელახული ხილი.

2. იმისათვის, რომ ნაყოფი რეცხვისას არ დაზიანდეს, აავსეთ ნიჟარა წყლით და დაალბეთ მასში ხილი, თან ხელით ნაზად მოურიეთ. შემდეგ გაუშვით წყალი.

3. გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ გამოკურკოთ და მოაცილოთ ხილს ყუნწები. გარეცხვამდე ამას ნუ გააკეთებთ.

4. მურაბის ხარშვისას ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი - შაქარია. დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ხილს ერთი რაოდენობის შაქარი არ ჭირდება - გააჩნია, რამდენად ტკბილი ან მჟავეა ხილი. შეგიძლიათ არეგულიროთ შაქარი სურვილისამებრ, მაგრამ იცოდეთ, რომ ზედმეტი თუ მოგივიდათ, შესაძლოა მურაბა ჩაშაქრდეს.

5. იმისათვის, რომ გაამძაფროთ მურაბის გემო, შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა სანელებელი. მაგალითად, ჟლოს ძალიან უხდება ილი ან თეთი პილპილის მარცვლები, ასევე ძალიან უხდება ცოტაოდენი კაკაო... სცადეთ!

6. ჭურჭელი. ჩვენი ბებიები მურაბას ლითონის ჯამებში ხარშვდნენ... რადგან მურაბა არ მიმწვარიყო, მაგრამ... ლითონის ჭურჭელში მოხარშული ხილი კარგავს სასარგებლო თვისებებს.
უნივერსალურ ჭურჭლად მურაბის მოსახარშად ითვლება უჟანგავი ლითონი და ემალი (ოღონს ემალი აფცქვნილი და ატეხილი არ უნდა იყოს).

7. ხარშვა. გაცხელებისას ხილისა და შაქრის მასა ქაფდება. ამ დროს დაუკელით ცეცხლს და მოურიეთ, ოღონდ არა ინტენსიურად. ქაფი ფრთხილად მოხადეთ და მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში: ის ისეთი გემრიელია!

8. მურაბის მზაობის შემოწმდების მარტივი ხერხი: გადმოიღეთ ლამბაქზე მურაბის წვენი, გააცივეთ მაცივარში და გაუსვით ჩაის კოვზი. თუ სიროფი ფორმას ინარჩუნებს, მურაბა მზად არის.

9. არ გაავსოთ ქილები პირამდე მურაბით: დატოვეთ 1-1,5 სმ.

10. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაობება ან მურაბის ამჟავება, ქილებს ჯერ პერგამენტის ქაღალდეი დააფარეთ, შმეგ კი მოუჭირეთ თავსახური.

სწორად მოხარშული და შენახული მურაბის შენახვა მთელი 3 წელია შესაძლებელი.