"სამსუნგის" ახალი ზედასაყინულიანი კამერის მქონე მაცივარი (TMF) ინარჩუნებს ტენიანობას და ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას - Gemrielia.ge

"სამსუნგის" ახალი ზედასაყინულიანი კამერის მქონე მაცივარი (TMF) ინარჩუნებს ტენიანობას და ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას


2016 წელს „Samsung Electronics Co., Ltd.,“-მა წარმოგვიდგინა ახალი ზედა საყინულიანი კამერის მქონე TMF-სერიის მაცივარი. ის შექმნილია თანამედროვე ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და სახლში მეტი კომფორტული პირობების შექმნის მიზნით. "სამსუნგი" არის პირველი კომპანია, რომელმაც TMF-კატეგორიაში ორმაგი გაგრილების -Twin Cooling PlusTM უნიკალური სისტემა დანერგა.

ბევრი მომხმარებელი ოცნებობს დიდ და ტევად მაცივარზე, რომელიც პროდუქტის ვარგისიანობას გაახანგრძლივებს. ძალიან დამთრგუნველია, როდესაც აღებთ მაცივარს და აღმოაჩენთ, რომ ყიდვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ხილსა და ბოსტნეულს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოსტნეულისთვის განკუთვნილ ნაწილში იყო მოთავსებული.

"სამსუნგის" R&D ჯგუფმა დიდი სამუშაო გასწია აღნიშნული პრობლემის დასაძლევად. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტის ვარგისიანობის და პირვანდელი სახის გახანგრძლივება. ამისთვის კი ის Samsung-ის ახალ მაცივარში უნდა შეინახონ, რომელიც ინოვაციური Twin Cooling Plus™ სისტემით არის აღჭურვილი.

ოპტიმალური ტენიანობის დონე

დაბალი ტენიანობის პირობებში ხილი და ბოსტნეული შრება, ჭკნება და კარგავს პირვანდელ სახეს. უგემრიელესი და ჯანსაღი კერძი წარმოუდგენელია ახალი ინგრედიენტების გარეშე. პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივებას კი "სამსუნგის" TMF-სერიის მაცივარი უზრუნველყოფს. ორმაგი გაგრილების TwinCoolingPlus™ სისტემა მაცივარში ტემპერატურისა და ტენიანობის დონეს ოპტიმალურ 70%-მდე შეინარჩუნებს. შედეგად, პროდუქტი არ დაკარგავს პირვანდელ სახეს, მიუხედავად იმისა, თუ მაცივრის რომელ ნაწილში იქნება მოთავსებული.

გაყინული პროდუქტები

ნებისმიერი პროდუქტის სუნმა შესაძლოა შეცვალოს გაყინული საკვების გემო და იმოქმედოს მზა კერძების სურნელზე. TwinCoolingPlus™ - ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გაგრილების სისტემა დამოუკიდებელი ჰაერის ნაკადით, როგორც მაცივარში, ისე საყინულეში. აღნიშნული ხელს უშლის პროდუქტებისგან წარმოქმნილი არასასიამოვნო სუნის გავრცელებას მაცივრიდან საყინულეში და უზრუნველყოფს საყინულე კამერაში შენახული ინგრედიენტების თავდაპირველი გემოს სრულად შენარჩუნებას.

მაქსიმალური ტევადობა

"სამსუნგის" TMF-სერიის მაცივარს უნიკალური 650L-მდე ტევადობა აქვს. მასში მარტივად არის შესაძლებელი მთელი ოჯახისთვის საჭირო ერთი კვირის პროდუქტების შენახვა. მაცივარი უზრუნველყოფს ხილისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას მაცივრის ნებისმიერ თაროზე. ეს კი ხელს უწყობს მაცივარში არსებული სივრცის მაქსიმალურად გამოყენებას.შედეგად, თქვენ აღარ დაკარგავთ დროს გადაჭედილ მაცივარში პროდუქტის მოძებნაზე და პროცესი უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება.

ხუთი შესაძლო რეჟიმი

TwinCoolingPlus™ ტექნოლოგიის წყალობით, Samsung-ის ახალიTMF-სერიის მაცივარი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავად არეგულირონ გაგრილების რეჟიმი. დამოუკიდებელი გაგრილების სისტემის წყალობით, საჭიროების შემთხვევაში, საყინულე გადაიქცევა მაცივრად, ხოლო ხანგრძლივი დროით დასასვენებლად წასვლის შემთხვევაში შესაძლებელია მაცივრის ქვედა ნაწილის გამორთვა. მაცივარს გააჩნია შემდეგი 5 რეჟიმი: საყინულე-მაცივარი, ენერგიის დაზოგვა, არდადეგები (შვებულება), საყინულის მაქსიმალური და მინიმალური მუშაობის რეჟიმი.
R