შინ მომზადებული მაიონეზის 3 სუპერ-რეცეპტი 3 წუთში! - Gemrielia.ge

შინ მომზადებული მაიონეზის 3 სუპერ-რეცეპტი 3 წუთში!


1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
1 კვერცხი
250 მლ ზეთი
1 ჩ/კ შაქარი
1/3 ჩ/კ მარილი
1 ს/კ ლიმონის წვენი
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ნახევარლიტრიან ქილაში. აიღეთ ხელის ბლენდერ და ათქვიფეთ კარგად.
თქვიფეთ 2-3 წუთი. თუ პროვანსალი გნებავთ 1 ჩ/კ მდოგვი.
თუ ტარტარი ნებავთ, დაუმატეთ ნიორი და წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი.

2 რეცეპტი

ინგრედიენტები:
1 კვერცხი და 1 კვერცხის გული
1 ს/კ მდოგვი
340-400 გ რაფინირებული ზეთი
ნახევარი ლიმონის წვენი
2 ს/კ წყალი
მოამზადეთ როგორც პირველი რეცეპტი.

3 რეცეპტი (კვერცხის გარეშე)

ინგრედიენტები:
150 მლ რძე
150 მლ ზეთი
1 ჩ/კ მდოგვი
1/2 ჭიქა ლიმონის წვენი
მარილი
ზეთი და რძე ათქვიფეთ ბლენდერით 3-4 წუთის განმავლობაში.
პროცესის შუაში დაუმატეთ მდოგვი და მარილი.
როცა მასა გათეთრდება და გასქელდება, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ათქვიფეთ.
მასა ძალიან სწრაფად უნდა გასქელდეს.