დაუმატეთ ეს 6 ინგრედიენტი მურაბას და ის ჯადოსნური გამოვა - Gemrielia.ge

დაუმატეთ ეს 6 ინგრედიენტი მურაბას და ის ჯადოსნური გამოვა

დროა, ზამთრისთვის კონსერვები მოვამზადოთ. იმისათვის, რომ უფრო გემრიელი და განსაკუთრებული მურაბები გამოგივიდეთ, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.


1. მაყვალი ქონდრით

გარეცხეთ 600 გ მაყვალი, გაარჩიეთ, მოათავსეთ ქვაბში. 750 გ შაქრისა და 250 მლ წყლისგან მოამზადეთ სიროფი, დაუმატეთ 1/2 ჩ.კ ლიმონის მჟავა და ქონდარი, დაასხით ცხელი სიროფი კენკრას და გააჩერეთ მთელი ღამით. შემდეგ სიროფი გადაღვარეთ უკენ ჯამში (ქონდარი ამოიღეთ, აადუღეთ და კვლავ დაასხით კენკრას. აცადეთ მასას გაცივდეს, შემდეგ ადუღეთ 10 წუთი და გაანაწილეთ მურაბა ქილებში.


2. ვარდის მურაბა ლიმონის ცედრით

შეაგროვეთ 100 გ ასკილის ვარდის ფურცელი, მოაჭერით მაკრატლით თეთრი ყუნწები. მოათავსეთ ჯამში და ხელით ასრისეთ 100 გ შაქართან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. 500 გ შაქრისა და 215 მლ წყლისგან მოხარშეთ სიროფი, ადუღეთ 7 წუთი, დაუმატეთ ასრესილი ვა რდის ფურცლები და ლიმონის ცედრა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.
ხარშვის ბოლოს ჩაყმარეთ 1/2 ჩ/კ ლიმონის მჟავა.


3. საზამთროს მურაბა ლაიმით

1 საშუალო ზომის საზამთროს კანები გაფცქვენით (მოაშორეთ მწვანე ფენა და რბილობის ნარჩენები). დაჭერით კუბიკებად, ისე, რომ მიიღოთ 1 კგ კანი და გადაიტანეთ ქვაბში.
დაჭერით 3 ლაიმი ნახევარწრეებად, დაუმატეთ საზამთროს კანებს. დააყარეთ 1,3 კგ შაქარი და გააჩერეთ 2,5 საათი (დროდადრო შეანჯღრიეთ მასა). შემდეგ შედგით მაცივარში მთელი ღამით. დულით დადგით ქვაბი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ 20 წუთი. მოხადეთ ქაფი. გააცივეთ.
მეორედ ადუღეთ 10-15 წუთი და გაანაწილეთ ქილებში.


4. ქლიავის მურაბა მიხაკით

გარეცხეთ 500 გ ქლიავი, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა და მოათავსეთ რბილობი ქვაბში. მოხარშეთ სიროფი: 250 მლ წ ყლის, 750 გ შაქრისა და 1/2 ჩ.კ ლიმონის მჟავისგან მოხარშეთ სიროფი, დაუმატეთ მიხაკი. დაასხით ადუღებული სიროფი ქლიავს და გააჩერეთ მთელი ღამით.
შემდეგ გადმოღვარეთ სიროფი უკან ჯამში, აადუღეთ და კიდევ დაასხით ქლიავს. აცადეთ, რომ მთლიანად გაცივდეს, შემდეგ კი ხარშეთ რამდენიმე წუთი, თან მოხადეთ ქაფი. გაანაწილეთ მომზადებულ, გასტერილებულ ქილებში.

5. ატმის მურაბა ვანილით

გარეცხეთ 700 გ ატამი, თითოეული გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. შემდეგ გაჭერით 4-ად და მოათავსეთ ქვაბში. 700 გ შაქრისა და 250 მლ წ ყლისგან მოხარშეთ სიროფი, დაუმატეთ 1/2 ჩ/კ ლიმონის მჟავა. დაასხით ატამს ადუღებული სიროფი, ჩააგდეთ ვანილის ჩხირი.
შემდეგ გადმოღვარეთ სიროფი უკან ჯამში, კვლავ აადუღეთ და კვლავ დაასხით ხილს. გააცივეთ ბოლომდე. შემდეგ კი ხარშეთ 10-15 წუთი. გაანაწილეთ ქილებში და მოხუფეთ.

6. ჟოლოს მურაბა პიტნით

გაარჩეით 500 გ ჟოლო და მოათავსეთ ქვაბში. გარეცხეთ პიტნა და დაუმატეთ კენკრას. 750 გ შაქრისა და 250 მლ წყლისგან მოხარშეთ სიროფი, დაუმატეთ 1/2 ჩ/კ ლიმონის მჰავა. დაასხით ცხელი სიროფი კენკრას და გააჩერეთ მთელი ღამით.
დილით ამოიღეთ პიტნა, გადმოღვარეთ სიროფი უკან ჯამში, აადუღეთ კვლავ და დაასხით ისევ კენკრას. გააჩერეთ, რომ გაცივდეთ მთლიანად, შემდეგ კი ხარშეთ მურაბა 10 წუთი. გაანაწილეთ ქილებში.