აი, როგორ უნდა გააკეთოთ ხორცეული: სირბილისთვის და პიკანტური გემოსთვის დაუმატეთ ეს ინგრედიენტები! - Gemrielia.ge

აი, როგორ უნდა გააკეთოთ ხორცეული: სირბილისთვის და პიკანტური გემოსთვის დაუმატეთ ეს ინგრედიენტები!

 

იმისათვის, რომ ხორცი განსაკუთრებით რბილი და წვნიანი გამოვიდეს, არა მხოლოდ პროდუქტის ხარისხია მთავარი. არსებობს რამდენიმე წესი და რეცეპტი, რომლის წყალობითაც კერძი განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის.


როგორ გავაკეთოთ ხორცეული?

1. ხახვი
არცერთი ხორციანი კერძი არ კეთდება ხახვის გარეშე. ზოგს ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი უხდება, ზოგს წმინდად, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გატარებული ან გახეხილი. ხორცი განსაკუთრებით გემრიელი გამოვა, თუკი ხახვს 1:1-ზე პროპორციებით დაუმატებთ და რამდენიმე ხანს მასში დაამარინადებთ.

2. მდოგვი
ეს შესანიშნავი ინგრედიენტია ხორცისთვის! მდოგვი (ფხვნილის თუ სოუსის სახით) არა მხოლოდ კარგად არბილებს ხორცის ქსოვილებს, არამედ განსაკუთრებულ არომატს და ოდნავ სიცხარეს სძენს მას. უბრალოდ წაუსვით ხორცის მთლიან ნაჭერს მდოგვი და მაშნვე დაჭერით სასურველ ნაჭრებად. გააჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ შეწვით ან გამოაცხვეთ ღუმელში.

3. ალკოჰოლი
ხორცს განსაკუთრებით მშრალი (წითელი ან თეთრი) ღვინო, ლუდი და არაყიც კი უხდება. ღვინოში ხორცს წინასწარ ალბობენ, ხოლო არაყს (დაახლოებით 50 გ) უკვე მზა რაგუში ან მობრაწულაში უმატებენ. ლუდი - შესანიშნავი ვარიანტია ღორის ან საქონლის ხორცის ჩაშუშულისთვის.
ალკოჰოლის მიღების საშიშროება არ არსებობს: ის მთლიანად ამოქრება ხარშვისას თუ შეწვისას.

4. ლიმონის, ბროწეულის, ანანასის წვენი
ყველა ეს წვენი - შესანიშნავად არბილებს ხორც, თუმცა, ამ ასეთი მარინადის გაკეთებისას არ გააჩეროთ დიდხანს ხორცი, რათა შედეგად რეზინა არ მიიღოთ.

5. მწნილის წვენი
კომბოსტოს ან კიტრის მწნილის წვენიც - არაჩვეულებრივი დანამატია ხორცისთვის! კერძს ანიჭებს სიცხარეს და არც მარილის დამატება ჭირდება.

6. მინერალური წყალი
მინერალურ წყალში ხორცის დამარინადება - გამოცდილი მზარეულების მიერ ნაცადი მეთოდია. ასე რომ, სცადეთ.

7. სახამებელი
სცადეთ დაალბოთ მაგარი ხორცი წყალში გახსნილ კარტოფილის ფქვილში - შედეგი გაგაოცებთ. მიიღებთ წვნიან და რბილ ხორცს ხრაშუნა კანით.

8. კეფირი
შეურიეთ ამ რძის პროდუქტს საყვარელი სანელებლები და დაასხით ხორცს, გააჩერეთ რამდენიმე საათი, შემდეგ კი მოამზადეთ. უგემრიელესი გამოდის.

9. სოიოს სოუსი
1-1,5 საათით სოიოს სოუსში დამარინადებული ხორცი გამოდის რბილი და პიკანტური გემოსი. გირჩევთ!