Top-3 გემრიელი ბუტერბროდის რეცეპტი, რომლის წყალობითაც შვილები ქუჩაში ჭამას გადავაჩვიე - Gemrielia.ge

Top-3 გემრიელი ბუტერბროდის რეცეპტი, რომლის წყალობითაც შვილები ქუჩაში ჭამას გადავაჩვიე


სულ ვცდილობთ, ცხოვრების გიჟურ რიტმს ფეხი ავუწყოთ. ამ გადარბენისას ბავშვებმაც უნდა შეძლონ ისეთი საკვების მიღება, რომელიც ხარისხიანიც იქნება, მათთვის საყვარელიც და გემრიელად დანაყრებასაც შეძლებენ.

ჩემი შვილები სკოლაში დადიან, მე - მთელი დღე ვმუშაობ. ამიტომ იძულებული არიან, სწავლის დამთავრების შემდეგ თავადვე მიხედონ საკუთარ თავს. ერთი, ერთ წრეზე წავიდეს, მეორე - მეორეზე. ამ შუალედში გამოკვებაც უნდა მოასწრონ. დიდი ბრძოლის შემდეგ იმაზე შევთანხმდით, რომ ქუჩაში არაფერს იყიდიან და ჩემ გამზადებულ საგზალს დასჯერდებიან. ამ თემაზეც ბევრი ვიმსჯელეთ და მივაღწიეთ კონსესუსს - მათი საყვარელი პროდუქტებისგან ერთგვარი ნაზავი გავაკეთეთ. ასე ავიცილეთ თავიდან ქუჩაში საჭმლის ყიდვის მავნე ჩვევა და მეც წყნარად ვარ, რადგან ვიცი, რომ მშივრები არ არიან.
საგზლის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს მოფიქრებული და ჩემი გამოცდილება მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

მოკლედ, ჩემი მთავარი საზრუნავი სამი პრეტენზიული და ცელქი მოზარდია. ისიც უნდა გითხრათ, რომ გემრიელად ჭამაც უყვართ და ეს ერთ-ერთის წონას ნამდვილად ეტყობა... განსაკუთრებით უხარიათ საგზლად სხვადასხვა ბუტერბროდების თუ ტოსტების ტარება, რადგან მათი ჭამა უფრო ადვილია, არ იყრება, არ იღვრება, არ იფშვნება და რა თქმა უნდა, ძაალიან გემრიელია. ამასთან, ბუტერბროდის თუ ტოსტის შემადგენელი ინგრედიენტების შერჩევისას ვცდილობ, მრავალფეროვანიც ვიყო, ხარისხზე და ფასზეც ვიფიქრო და მათი გემოვნებაც გავითვალისწინო. განსაკუთრებული ყურადღებით, ჩემი საყვარელი და პუტკუნა შვილისთვის ვარჩევ პროდუქტებს. დიახ, დიახ... დღევანდელ რეალობაში ხარისხიანი პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასად შეძენა ჩემთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
GEMRIELIA
მოკლედ, კოლეგებო და საქმიანო დედიკოებო, დიდი კულინარიული მიღწევებით ნამდვილად არ გამოვირჩევი, მაგრამ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გამოსავალს თქვენი შვილებისთვის. საორიენტაციოდ, დაახლოებით ფასებსაც მოგახსენებთ, რომ უფრო პრაქტიკული გამოდგეს ჩემი რჩევა.

ჩვენი საყვარელი ბუტერბროდები:

ბუტერბროდი სოსისით
GEMRIELIA
ქუჩაში გაურკვეველი წარმომავლობის ჰოთ-დოგები, რომ არ იყიდონ, ვამჯობინებ, კვირაში ერთხელ თავად გავუკეთო საყვარელი ჰოთ-დოგი. ეს არჩევანი ჩემთვისაც მარტივი გამოსავალია, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი - სახლთან ძალიან ახლოს მაქვს "ნიკორას" სუპერმარკეტი. გადატვირთული გრაფიკის და დამღლელი დღის ბოლოს, დილისთვის საჭირო პროდუქტების ყიდვა ხშირად მავიწყდება, ამიტომ ადრიანად სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში ჩარბენას და ჰოთ-დოგის პურების, თუ სოსისის ყიდვას მარტივად და სწრაფად ვახერხებ. როგორც წესი, ბავშვებისთვის "მინის" ე.წ. სასკოლო სოსისს ან საქონლის "ივერიას" ვყიდულობ.
GEMRIELIA
მოკლედ, ჰოდ-დოგის მოსამზადებლად ძირითადად ორი ცალი სოსისი "მინი", ერთი ცალი ჰოდ-დოგის პური და სალათის ფურცელი მჭირდება. ეს უმარტივესი და გემრიელი საგზალი კი დაახლოებვით 1.00-1.30 ლარი მიჯდება, გააჩნია, არჩევანს რომელი სახეობის სოსისზე ვაკეთებ. ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩემს სუპერმარკეტში ჰოთ-დოგის პური, 2 ცალიანი შეფუთვა 0. 70 ლარი ღირს. ამიტომ ერთი შერბენით, ორი შვილის კვების პრობლემას ვაგვარებ. რაც შეეხება მესამე, "ჩაპუტკუნებულს" მას სხვა გემრიელ არჩევანს ვთავაზობ... ამგვარად, ბავშვებიც კმაყოფილები არიან და მეც...

ყველის ბუტერბროდი ჭავავის პურით
GEMRIELIA
იქიდან გამომდინარე, რომ ჩემმა ერთ-ერთმა შვილმა საზაფხულო არდადაგებზე ზედმეტად მოიმატა, საერთო შეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ამ "პრობლემას" ერთად მივხედოთ. ამიტომ ჩემს წინაშე ახალი გამოწვევა - მისი კვების საკითხის მოგვარება დადგა. "ნიკორაში" ერთად ავარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც არც მის წონას ავნებს და გემრიელიც იქნება. საუბარია, ჭვავის უსაფუარო პურზე, უცხიმო, ნაკლებმარილიან სულგუნზე და სალათის ფურცელზე. დიახ, ჩვენი დიეტური ბუტერბროდი ამ სამი ინგრედიენტისგან შედგება... თანაც, ფასიც ძალიან ხელმისაწვდომი აქვს, ერთი ბუტერბროდი დაახლოებით 1.5 ლარი დაჯდება, თან გემრიელიცაა!

კოტლეტის ტოსტები
GEMRIELIA
ჩვენი კიდევ ერთი საყვარელი საგზალი- პური და ქათმის კოტლეტია. ჩემთვის ეს ვარიანტიც, მარტივი გამოსავალია. ისევ და ისევ, პურისთვის მეზობელ სუპერმარკეტში, უთენია შევრბივარ. გარდა იმისა, რომ "ნიკორას" მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს, დილიდანვე ხალისიანი სახეების ყურება ნამდვილად სასიამოვნოა. არჩევანს ძირითადად ტოსტის პურზე ვაკეთებ. თუმცა, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით იმოქმედოთ... პურის ორი ნაჭერი, შუაში მოთავსებული კოტლეტი და კიდევ ერთი გემრიელი საგზალიც მზად არის. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ თუ კოტლეტის მომზადება თავად გეზარებათ ან დრო არ გაქვთ, აქვე შეგიძლიათ უკვე გამზადებულიც შეიძინოთ. ამ ბუტერბროდისთვის დამატებით მხოლოდ კულინარიული პარკი მჭირდება, რომლის დახმარებითაც საგზალს კომფორტულად და უსაფრთხოდ ვფუთავ. მზა კოტლეტის შეძენის შემთხვევაში ტოსტები დაახლოებით 2 ლარი დაგიჯდებათ.
ჩვენს ძირითად საგზალს მრავალფეროვნებისთვის ხანდახან ხორცის ან ყველის ბლინებით, სხვადასხვა სეზონური ხილით, კულიჩით ან ხრაშუნებითაც ვამდიდრებთ.
კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დიდი კულინარიული მიღწევებით ნამდვილად არ გამოვირჩევი. თუმცა, ვფიქრობ რომ სჯობს, თავად გავუმზადოთ და სახლიდან გავატანოთ ბავშვებს საგზალი, ვიდრე სადღაც იყიდონ და კაცმა არ იცის, რა ჭამონ. ეს ყველაფერი ჩემი პირადი, მოკრძალებული გამოცდილების შედეგია, იმედია, თქვენც გამოგადგებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ თქვენს იდეებსაც გაგვიზიარებთ!..
ლელა ლებანიძე