როგორ შევწვათ განსაკუთრებულად გემრიელი და ხრაშუნაკანიანი კარტოფილი
როგორ შევწვათ განსაკუთრებულად გემრიელი და ხრაშუნაკანიანი კარტოფილი


ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც შემწვარი კარტოფილი არ უყვარდეს, თუნდაც მათ, ვინც მიიჩნევს, რომ ეს კერძი არც ისე სასარგებლოა.


ხანდახან გვინდა, თავი გავანებივროთ დაბრაწული კარტოფილით. თუ რამდენიმე წესს დაიცავთ, თქვენ უგემრიელეს და მართლაც ხრაშუნა კარტოფილს მოამზადებთ.

წესი #1
კარტოფილი გაფცქვენისა და დაჭრის შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაალბოთ ცივ წყალში. ცივი წყალი ნაყოფს ზედმეტ სახამებელს მოაცილებს, ხოლო თბილი ან ცხელი წყალი დატოვებს კარტოფილში სახამებელს და შემწვარი კარტოფილი ჩაშუშულს უფრო დაემსგავსევა. რაც უფრო ახალია კარტოფილი, მით დიდხანს უნდა წყალში ჩალბობა. საუკეთესოა 30-დან 1 საათამდე.

წესი #2
დალბობის შემდეგ კარტოფილი კარგად უნდა შეამშრალოთ. უმჯობესია, ის საწურზე მოათავსოთ, შემდეგ კი სამზარეულოს ხელსახოცით შეაშროთ. კარტოფილი მშრალი უნდა იყოს, რადგან წყალი ხელს უშლის კანის დაბრაწვას.

წესი #3
ტაფა და ზეთი კარგად გახურებული უნდა იყოს. ნუ დაინანებთ ზეთს, კარტოფილი მასში კარგად უნდა ჩაიძიროს. არ დაგავიწყდეთ, რომ კარტოფილი ფრი დიდი რაოდენობის ადუღებულ ზეთში იწვება.

წესი #4
მარილისა და სხვა სანელებლების დამატება უმჯობესია მას შემდეგ, რაც კარტოფილი უკვე შეიწვება. მას შემდეგ, რაც კარტოფილი შეიწვება, გადმოიღეთ ის საწურზე და მიეციეთ საშუალება ზედმეტი ზეთი დაიწუროს. შემდეგ მოაყარეთ მარილი და სანებლები.

წესი #5
არასოდეს დააფაროთ ტაფას თავსახური კარტოფილის შეწვისაა. თუ გსურთ, გამოგივიდეთ ხრაშუნაკანიანი კარტოფილი, ის თავახდილ ტაფაში უნდა შეწვათ.

წესი #6
არ დაყაროთ ბევრი კარტოფილი ტაფაზე. ოპტიმალურია 2-3 ფენა. მეტი არა!

გემრიელი რეკომენდაციები:
გსურთ მზა კარტოფილს მისცეთ პიკანტური არომატი და გემო? მაშინ შეწვამდე, ცხელ ზეთში მოხრაკეთ რამდენიმე კბილი ნიორი.
მას შემდეგ, რაც ნიორი შეიწვება, ამოიღეთ ტაფიდან და შეწვით ამ ზეთში კარტოფილი.
თუკი ადუღებულ ზეთში როზმარინის ტოტს ჩააგდებთ და რამდენიმე წუთში ამოიღებთ, კარტოფილს საოცარ არომატსა და გემოს შესძენთ.
 

 

მასალის გამოყენების პირობები
31 მარტი, 2017
ნანახია: 95181