გემრიელი ვიზიტი ამერიკულ BURGER BAR-ში
სანამ BURGER BAR-ის სამზარეულოში არომატული ბურგერების სუნი დატრიალდებოდა, ჩვენი პარტნიორები ჟურნალ "გემრიელის" "სამზარეულოში" შევახედეთ და ახალი რუბრიკებისა და იდეების შესახებ ვისაუბრეთ.
აღსანიშნავია, რომ BURGER BAR-ში მხოლოდ ნატურალური და ახალი პროდუქტებისგან მომზადებული ბურგერებით, საქართველოში გამომცხვარი ფუნთუშებითა და უგემრიელესი ამერიკული სოუსების ნაზავით გაგვიმასპინძლდნენ.
ბარის PR მენეჯერის, გიორგი ხარშილაძის თქმით, BURGER BAR-მა კულინარიული რევოლუცია მოახდინა ქართულ ბაზარზე. "შეუძლებელია ამ ბურგერის დაგემოვნების შემდეგ ბავშვობა, სიყმაწვილე, პირველი სიყვარული, პირველი კოცნა და სხვა სასიამოვნო მომენტები არ გაგახსენდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ ბურგერების შესახებ ჩვენი მომხმარებლები შვილიშვილებს მოუყვებიან. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანებს "ერთი ჭამით უყვარდებათ" და ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდა იპყრობთ."
ბურგერი ასაკის მიუხედავად, ყველას ძალიან უყვარს, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი ისტორია:
ამბობენ, რომ ერთმა გერმანელმა ვაჭარმა, რომელიც 1800 წელს აზიაში მოგზაურობდა, მომთაბარე ტომებთან ნახა ხორცის დარბილებისა და შენახვის უცნაური მეთოდი – ისინი ხორცს უნაგირის ქვეშ დებდნენ, მოძრაობაში ხორცი რბილდებოდა და შესაწვავადაც უკეთესი ხდებოდა. შინ დაბრუნებულმა ვაჭარმა თავის მზარეულს გაუზიარა ხორცის ამგვარად მომზადების საიდუმლო და მართლაც, ასე შემწვარმა ხორცმა დიდი მოწონება დაიმსახურა, კერძს კი "ჰამბურგული ხორცი" უწოდეს.
ასე მომზადებული სტეიკის იდეა გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკაში ჩაიტანეს და 1843 წელს ნიუ-იორკის ერთი-ერთი რესტორნის მენიუში უკვე გაჩნდა კერძი, სახელად ჰამბურგერი. დღესდღეობით ჰამბურგერი (რომელსაც შემოკლებით ბურგერს უწოდებენ), ამერიკული ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.