3 სოუსი, რომლის მომზადება უნდა იცოდეს ყველამ, ვისაც უყვარს მაკარონი - იტალიელი შეფ-მზარეულის რეცეპტები
1.კლასიკური ტომატის სოუსი
ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ნებისმიერი შეძლებს. უბრალოდ მოხრაკეთ ნიორი ზეითუნის ზეთში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, მარილი და პილპილი - სულ ეს არის! ეს გახლავთ კლასიკური სოუსი, რომლის საფუძველზეც მზადდება იტალიური სამზარეულოს ყველა წითელი სოუსი.
2. ყველის სოუსი
ეს გახლავთ ბეშამელის ტიპის სოუსი, ნაღებით, კარაქით, ფქვილით და 3-4 სახეობის იტალიური ან ამერიკული, მონტასიოს, გრანა პადანოს, ჩედერის ან ლურჯი ყველის სახეობებისგან.
გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ცოტაოედნი ფქვილი (1:1-ზე შეფარდებით), შემდეგ დაუმატეთ ნაღები. მიიღებთ ხავერდოვან თეთრ სოუსს. შეურიეთ ცხელ მასაში გახეხილი ყველი და ურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება, - და თქვენი ყველის სოუსი მზად არის.
3. სოუსი პესტო
ყველა გურმანის ოჯახში უნდა მოიპოვებოდეს სამზარეულოს კომბაინი.
დააბლენდერეთ ბაზილიკი (ან რეჰანი), ყველი გრანა პადანო, ნიგოზი, ნ იორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.