"ნიკორა" მოგონებებს აცოცხლებს! ახალი გემო ძველი ინტერპრეტაციით - Gemrielia.ge

"ნიკორა" მოგონებებს აცოცხლებს! ახალი გემო ძველი ინტერპრეტაციით



სულ სხვანაირი გემო ჰქონდა თერმოსში დაყენებულ ჩაის, რომელსაც კულინარიული რეცეპტების წიგნის მიხედვით მომზადებულ ლიმონის კექსს ვაყოლებდით... რეცეპტების წიგნი - ეს ხომ ცალკე ტრადიცია იყო, პატარა ტრადიცია, რომელიც დედიდან შვილს გადაეცემოდა... მელნიანი კალმით ჩაწერილი რეცეპტები, რომლებსაც ჩვენი დედები, ბებიები და მათი დედები საგულდაგულოდ აგროვებდნენ.

"მანანამ ყველაზე ხრაშუნა საზამთროს მურაბა იცის", "ნინა ყველაზე გემრიელ აჩმას აცხობს", "პომიდვრის საუკეთესო საწებლის რეცეპტი ვიცი, გადაიწერე!" - ასე იყრიდა თავს ერთ რვეულში საუკეთესო რეცეპტები.

ახლაც კი, როდესაც ასე ძალიან მივეჩვიეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებას, როცა დროს გვიზოგავს და შრომას გვიადვილებს - მიკროტალღური ღუმელი, ბლენდერი, სამზარეულოს კომბაინი და სხვა, ზოგჯერ ძალიან გინდება, ჩამოიღო წიგნების თაროზე შემოდებული, ყდაგადაქექილი და დამტვერილი, ბებიის ნაქონი კულინარიული რეცეპტების წიგნი, რომლის გადაგდებაც რაღაცნაირად დაგენანა.... ჩამოიღო და თვალი გადაავლო... მოამზადო რამე, რაც ბავშვობას გაგახსენებს. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ ძველი, გაბზარული ჭიქიდან დალეული ჩაი ბევრად უფრო გემრიელი გეჩვენება...

საინტერესოა, როგორი იქნებოდა ჩვენი ბებიების რეცეპტები, "გასტრონომების" ნაცვლად, "ნიკორას" მაღაზიების ქსელი რომ ყოფილიყო მაშინ? როგორ კერძებს მოამზადებდნენ ისინი "ნიკორას" პროდუქციით?

"ნიკორა" მოგონებებს აცოცხლებს! ელექტრონული კულინარიული რეცეპტები მათთვის, ვისთვისაც მოგონებები ძვირფასია.
GEMRIELIA

GEMRIELIA

GEMRIELIA