თბილისური განწყობა თბილისი მოლში
სარეკლამო კომპანია Marker-ის ორგანიზებულ ფესტივალზე წარმოდგენილი იყვნენ ქართული კომპანიები.
გაიმართა ყველის ფესტვივალი, ღვინის დეგუსტაცია, ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული ნამუშევრებისა და ქართული ტანისამოსის გამოფენა.
სტუმრებს შეეძლოთ წარმოდგენილი კომპანიების ნაწარმი დაეგემოვნებინათ და შეეძინათ. ფესტივალს ათასობით სტუმარი ეწვია,
რომელთათვისაც ღონისძიების ბოლოს ქართული ნაციონალური ცეკვების შოუ გაიმართა.
სარეკლამო კომპანია Marker-ი მომხმარებელს ყოველთვის საინტერესო და კარგ ფესტივალებს სთავაზობს, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის წახალისებას უწყობს ხელს.