25 ოქტომბერს თბილისში ბარმენთა ჩემპიონატი ჩატარდება
დასაწყისი 10:00, დასარული 18:30
ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას გამოცდილი პროფესესიონალი ბარმენები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან.
ჩემპიონატის ეტაპები:
I ეტაპი:კლასიკური კოქტეილების დამზადება ( არსებობს მსოფლიოში ცნობილი 77 კლასიკური კოქტეილი რომელიც აღიარებულია International Bartenders Association-ის მიერ). ბარმენები დაამზადებენ 1 კლასიკურ კოქტეილს რომელიც შეხვდებათ ლატარიის მეშვეობით 3 ეგზემპლიარად.
II ეტაპი: საავტორო კოქტეილი:საავტორო კოქტეილი წარმოადგენს უნიკალურ, განუმეორებელ რეცეპტს რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის კონკურსანტების მიერ.
შეფასება და გამარჯვებულის დაჯილდოება:
საკონკურსო კოქტეილებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური შემდეგი პროფესიონალური კრიტერიუმების მიხედვით:
გამოვლინდება I,II და III ადგილების გამარჯვებული.
სტილი:
შეფასდება ბარმენის პრეზენტაციის სტილი, შერჩეული ჭურჭელი, აქსესუარები და ასევე ბარმენის ჩაცმულობის სტილი.
ტექნიკა:
შეფასდება ხელსაწყოების, ყინულის და სხვა ინვენტარის დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი, მოძრაობების სიზუსტე, სამუშაო ადგილის სისუფთავე, სიზუსტე დოზირების დროს და სხვა.
დეგუსტაცია:
შეფასდება ვიზუალი, კოქტეილის დეკორი, არომატი, გემო
პრეზენტაცია:
მონაწილემ მიკორფონის მეშვეობით უნდა წარადგინოს საავტორო კოქტეილი საკონკურსო ჟიურის
ჩემპიონატის მიზანია: გამოვლინდეს გამარჯვებული რომელიც გაიმგაზვრება 7-9
ნოემბერს 2016 ქ. კიევში ბარმენთა საერტაშორისო ფესტივალზე Nemiroff Bar Camp.
ჩემპიონატის მისია: ბარმენების პროფესიული უნარების ამაღლება, გამოცდილების გაცვლა.
ღონისძიების სპონსორია Nemiroff