შეფ-მზარეულის უნიკალური რჩევები - როგორ მოვხარშოთ სწორად და უფრო გემრიელად ფაფები! - Gemrielia.ge

შეფ-მზარეულის უნიკალური რჩევები - როგორ მოვხარშოთ სწორად და უფრო გემრიელად ფაფები!

 

მზარეული განსაკუთრებით ყურადღების მიქცევას ბრინჯის ფაფაზე გვირჩევს. აი, როგორ უნდა მოხარშოთ ბრინჯის ფაფა ისე, რომ ის განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს:


ადუღებულ რძეში ჩაყარეთ შაქარი, მარილი და ბრინჯი.

მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ კარაქი და დააფარეთ თავსახური. 20-30 წუთში ბრინჯი ორთქლში მთლიანად მოიხარშება.

ფაფისთვის ბრინჯი აჯობებს მრგვალი იყოს და შემდეგი პროპორციებით: ერთი ჭიქა მარცვლეული 1 ლ რზეზე.

წიწიბურა იდეალური გამოვა, თუკი მას წინა დღით წყალში დაალბობთ, დილით კი უბრალოდ მიიყვანთ ადუღებამდე.
grecha-dieta

შვრია აჯობებს მოხარშოთ შემდეგი პროპორციებით - 7-8 კოვზი ფანტელი 1 ლ რძეზე.
ovsyanka

ხარშეთ 2-3 წუთი და გადაიტანეთ მაშინვე კერამიკის ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი ან დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე წუთით.
mannaya-kasha

მანის ბურღული მოხარშეთ შემდეგი პროპორციებით: 4 ს/კ 1 ლ რძეზე. მანის სულ რამდენიმე წუთი დუღილიც ყოფნის მოსახარშად და 20 წუთი გაჩერება თავდახურულ  ჭურჭელში, მას შემდეგ, რაც ცეცხლიდან გადმოდგამთ.
perlovaya-kasha-v-mikrovolnovke
ქერის მოხარშვა კი შემდეგნაირად ჯობს: გარეცხეთ ერთი მუჭა ქერი, მოათავსეთ მძიმე, თუჯის ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, კარაქი (ან ზეთი). დააფარეთ თავსახუტი და ხარშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი. შემდეგ გააჩერეთ 1 საათი და მიირთვით! საუკეთესო იქნება, თუკი საღამოს მოხარშავთ და დილამდე შეფუთავთ ადიელაში.