5 რჩევა, თუ როგორ შევქმათ ლამაზი ყველის დაფა - Gemrielia.ge

5 რჩევა, თუ როგორ შევქმათ ლამაზი ყველის დაფა


ის ადამიანები, ვინც ყველს ხშირად მოიხმარენ, გამოირჩევიან უკეთესი ლიპიდური სპექტრით და ქოლესტერინის დონე უფრო ნაკლები აქვთ; ამასთან, ყველი აჩქარებს მეტაბოლიზმსაც.

სანამ საკვებს დავაგემოვნებთ, პირველ ეფექტს მისი ვიზუალური მხარე ახდენს; ამიტომ, სტუმრების გასამასპინძლებლად, მოამზადეთ ყველის დაფა, ჩართეთ თქვენი წარმოსახვის უნარი და დაიმსახურეთ შექება.

ყველის დაფის შექმნა საკმაოდ რთული საკითხია; გარდა იმისა, რომ ყველის ნაირსახეობა ძალიან გემრიელია, აუცილებელია თქვენი ქმნილება ესთეტიურად ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს.

გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც ყველის სრულყოფილი დაფის შექმნაში დაგეხმარებათ:

1. ყველის დაფა

პირველ რიგში დავიწყოთ, თუ რა სახის დაფაზე შეგვიძლია ყველის დალაგება. სასურველია დაფა იყოს ხის და ქვის სტრუქტურის, რათა მკვეთრად წარმოვაჩინოთ ყველის ფერების მრავალფეროვანი კონტრასტი და ამასთან მეტი ესთეტიურობა შევძინოთ.

2. ფერი, გემო, ფორმა და ტექსტურა

როდესაც დაფის დაკომპლექტებას ვიწყებთ, ყველის რამდენიმე სახეობაზე არჩევანი შემდეგი კრიტერიუმებით უნდა შევაჩეროთ: ეს არის ფერი, გემო, ფორმა და ტექსტურა.
აუცილებლად შეურიეთ სხვადასხვა ფერის, გემოსა და ტექსტურის ყველები დაფაზე. დაფის მოწყობისას აუცილებლად იფიქრეთ ტექსტურაზე (რბილი, ნახევრად რბილი, მაგარი) და ფერზე (თეთრი, ყვითელი, ლურჯი). ასეთი ნარევის დაგემოვნება ბევრად უფრო საინტერესოა - გეხმარებათ ახალი გემოს აღმოჩენებისთვის და მიმზიდველად გამოიყურება.

სასურველია დაფაზე მოვათავსოთ 3-5 სხვადასხვა სახეობის ყველი. მათ შორის აუცილებლად იქონიეთ ნაკლებად პიკანტური გემოს ყველი (მაგ. გაუდა, ედამი, მასდამი), რადგან შესაძლოა თქვენი სტუმრები თავგადასავლების მოყვარულნი არ აღმოჩნდნენ.


3. ყველის განაწილება

აუცილებელი არაა ყველის ყველა სახეობა დაჭრათ, ზოგიერთი მათგანი შეგიძლიათ დიდი ნაჭერი დადოთ და თან ყველის საჭრელი დანა დაუდოთ, ზოგიერთი კი, მაგალითად მაგარი ყველი, შეგვიძლია დავჭრათ მომცრო კუბებად ან მოგრძო ფორმებად და ჩავარჭოთ ხის პატარა ჩხირები. "ბრი" (რბილი სტრუქტურის ყველი) უნდა დავჭრათ სამკუთხედ ნაჭრებად, ობიან ყველს კი ცხელი დანის საშუალებით, ჩვენთვის სასურველი, ნებისმიერი ფორმა შეგვიძლია მივცეთ.

ყველის საკმარისი მოცულება თითო პერსონისათვის დამოკიდებულია იმ შემთხვევაზე, თუ რა მიზნითაც ვაკომპლექტებთ დაფას:

* თუ ეს არის უბრალოდ სნეკი, თითო პერსონაზე 25-50 გრამი ყველი უნდა გათვალოთ,
* დესერტის შემთხვევაში ეს მოცულება 50-75 გრამამდე იზრდება,
* რაც შეეხება ლანჩს, აქ უკვე 75-125 გრამი დაგჭირდებათ,
* ხოლო სადილის შემთხვევაში საშუალოდ 250 გრამის გამოყოფაა სასურველი.

რეკომენდირებულია ყველი ფორმების მიცემამდე 30 წუთით ადრე გამოვიღოთ მაცივრიდან.

4. გაფორმება

ყველის გარდა დაფაზე შეგვიძლია სხვადასხვა სახეობის საკვები და ხილი მოვათავსოთ; დანამატი შეიძლება იყოს მაგალითად ხორცპროდუქტები, ასეთი გაფორმება შეავსებს დაფის ცარიელ ადგილებს. ზოგიერთი დანამატი შეგვიძლია პირდაპირ დაფაზე მოვათავსოთ ან პატარა ჯამით ჩავდგათ დაფაზე.

პური

პური უამრავი სახეობის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, იტალიური, ბაგეტი, ბრუსკეტა ან სხვა.

ტკბილეული

დაფაზე უამრავი სახის ხილი შეგვიძლია გამოვიყენოთ: ქლიავი, ყურძენი, ასევე ჩირი, ლეღვი და სხვა ნებისმიერი; თხილეული, ნუში, ნიგოზი, ჯემები და თაფლი. ტკბილეული ძალიან უხდება ყველანაირ ყველს, განსაკუთრებით ობიან ყველებს.

ხორცპროდუქტები

ყველის დაფას ძალიან უხდება ლორი, სალიამი, ჩორიზო და ხამონის ძალიან თხელი ფენა. ხორცპროდუქტებზე შეგვიძლია დავამატოთ პესტოს სოუსი, პომიდორი ან ზეთისხილი.

საბოლოო შტრიხი შეიძლება იყოს სიმწვანის დამატება, მაგალითად, ბაზილიკოს, პიტნის ან დაფნის ფოთოლი გასაფორმებლად.
GEMRIELIA

5. მიირთვით თეთრ ღვინოსთან ან ლუდთან ერთად

დაივიწყეთ წითელი ღვინო და მიირთვით მხოლოდ თეთრი ღვინო. თეთრი, ნახევრად ტკბილი ღვინო, იდეალური იქნება ყველის დაფასთან ერთად. ასევე, ღვინის გარდა, შეგიძლიათ ლუდითაც გაუმასპინძლდეთ თქვენს სტუმრებს.

ესეც ასე, თქვენ უკვე გაქვთ იდეალური ყველის დაფა და არ დაგავიწყდეთ, რომ უგემრიელესი ყველისა და ძეხვეულის დიდი არჩევანი გელოდებათ "ევროპროდუქტის" მაღაზიათა ქსელში.

* ვაკე, აბაშიძის # 73;
* ს.ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს ქ.) # 56;
* ნუცუბიძის ქ. #129 (მე-3 მიკროს ასახვევთან);
* ვერა, თარხნიშვილის #2.

"ევორპოდუქტი" - როცა ირჩევ ხარისხიანს!

R