კრეატიული და გემრიელი ნაძვის ხეები ყველაზე გამჭრიახი დედისგან - Gemrielia.ge

კრეატიული და გემრიელი ნაძვის ხეები ყველაზე გამჭრიახი დედისგან


საკუთარი ბავშვობიდან შემორჩენილი ტრადიცია ოჯახში ახლაც გვაქვს - 31 დეკემბრამდე არ ვდგამთ ნაძვის ხეს. გვინდა, რომ ამ დღის მოლოდინი რაღაცნაირი განსხვავებული იყოს. ამიტომ სულაც არ მომწონს, ოთახის დეკორად ქცეული ნაძვის ხე, რომელსაც დეკემბრის დასაწყისიდან დგამენ. თითქოს ხუნდება იმ მთავარ დღემდე...

ერთი სიტყვით, ნაძვს არ ვდგამთ, მაგრამ ყოველდღე ვცდილობთ, რაღაცნაირად ხელი შევუწყოთ საახალწლო განწყობის გაღვივებას. წელს ასეთი თამაში მოვიგონეთ – ყოველდღე სხვადასხვანაირ კრეატიულ ნაძვის ხეს ვამზადებთ, რა თქმა უნდა, ვისაც როგორ შეუძლია. ჯერ გამოვჭერით ქაღალდებისგან, მერე უფროსმა შვილმა გამოძერწა, უმცროსმა – დახატა... ამ მხრივ თანდათან ფანტაზია ამოვწურეთ, ამიტომ პროდუქტებს მივადეგით. აი, ყველაზე სახალისო და მრავალფეროვანი გართობა აქ დაიწყო... და თან – შედეგიანიც. საქმე იმაშია, რომ უმცროსი შვილი საკმაოდ უჭმელი მყავს, 5 წლისაა. კი არ არჩევს საჭმელს, უბრალოდ არ ჭამს. ამ თამაშ-თამაშში კი აღმოვაჩინე, რომ თურმე ბავშვს გაფორმებული კერძები მოსწონს და შესანიშნავადაც აგემოვნებს სხვადასხვა პროდუქტებით მომზადებულ ნაძვის ხეებს.

და აი ისინიც... კრეატიული, სახალისო და გემრიელი ნაძვის ხეების ფოტო-რეცეპტები.

I ვარიანტი
GEMRIELIA

GEMRIELIA

პირველი ვარიანტი - მოცარელასგან და პომიდორისგან შექმნილი ნაძვის ხეა. დიახ, არ მოგესმათ.... შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სულგუნი, ასევე მოცარელა. თუმცა, პირადად მე არჩევანი მოცარელაზე გავაკეთე, რადგან ზუსტად წარმომედგინა როგორი ლამაზი გამოვიდოდა, მოცარელას ფითქინა ბურთულებით შექმნილი ნაძვის ხე. დამეთანხმეთ, ჩვენს ქვეყანაში ყველის ამ სახეობას ერთეულები ამზადებენ. ამიტომ, მაშინვე გონებაში "ნიკორას" სუპერმარკეტმა გამიელვა. წინასწარ მოვიმარაგე პომიდორი და ბროკოლი. მოცარელასთვის კი სწორედ ზემოთნახსენებ სუპერმკარკეტს მივაკითხე, რადგან ვიცი რომ "ნიკორა" მოცარელას თავად აწარმოებს...
GEMRIELIA
მოკლედ, ამოვარბენინე მოცარელა და ბავშვებთან ერთად საქმეს შევუდექი... დეკორატიულ ღერძზე, ხის ჩხირების გამოყენებით, პომიდორი და მოცარელას ბურთულები დავამაგრე.... შემდეგ მოვათავსე ქოთანში, რომელსაც ქარშემო ბროკოლი შემოვუწყე... ნაძვის ხემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა....

II ვარიანტი
ეს ხილის ნაძვის ხეა. შეგიძლიათ ფანტაზიას მოუხმოთ და სხვადასხვაგვარი ხილით, ორიგინალური ნაძვის ხე შექმნათ. მომზადების პროცესში უამრავი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ – კივი, ბანანი, ვაშლი, ყურძენი, ფორთოხალი, სიმინდის მარცვლები და ა.შ. მთავარია, იყოს ფერადი და გემრიელი. გაკეთებაც საკმაოდ მარტივია. მაგალითად, ძირითად საყრდენ მასალად აიღებთ მსხალს და ანანასის ნაჭერს, გარშემო კი ხის ჩხირების დახმარებით, თქვენთვის სასურველ ხილს დაამაგრებთ. და აი ისიც, ლამაზი, გემრიელი და კრეტიული ნაძვის ხე მზადაა.
GEMRIELIA

III ვარიანტი

მესამე დღეს, სამსახურის შემდეგ, ისევ "ნიკორას" სუპერმარკეტში შევიარე და ამჯერად ძეხვეული და სულგუნი მოვიმარაგე, მსუბუქი ორცხობილებიც მოვაყოლე და ისეთი გემრიელი ნაძვის ხე გამოგვივიდა, მთელი ოჯახი ჯერ გაგვახარა და მერე – დაგვანაყრა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ძეხვი და ყველი თქვენი გემოვნების შესაბამისად აარჩიოთ.
GEMRIELIA

მაშ ასე, საჭირო მასალა:

ძეხვი პოლონური ან კრაკოვური, სულგუნი... შეიძლება დაემატოს ასევე ორცხობილები, რომელიმე ლამაზი ხილის მარცვლები და ა.შ.
GEMRIELIA

GEMRIELIA
სხვადასხვა პროდუქტებით შექმნილი ამგვარი ნაძვის ხეების მოფიქრება თქვენც მარტივად შეგიძლიათ. ასე, რომ მოუხმეთ ფანტაზიას და ყოველი დღე დღესასწაულად გექცევათ, თქვენც და თქვენს პატარებსაც.

თეკლა ჟვანია