15 მეთოდი, თუ როგორ და რაში გამოვიყენოთ ჯემი - Gemrielia.ge

15 მეთოდი, თუ როგორ და რაში გამოვიყენოთ ჯემი



2. გამოაცხვე ყველი ბრი.
აიღეთ "კასტელოს" ყველი "ბრი" და მოასხით რამოდენიმე კოვზი ჯემი. გარშემო შემოვაკრათ ფილოს ცომი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე.

3. ჯემის გამოყენება შეგვიძლია ხორცის სოუსშიც.

ჯემის გამოყენება არა მხოლოდ სისქეს, არამედ გემოს და არომატსაც სძენს. შეგიძლიათ ხორცისთვის წითელი ღვინის სოუსში დაუმატოთ ცოტაოდენი "შვარტაუს" მოცვის ჯემი. ასევე, საუკეთესოა "შვარტაუს" ატმის ჯემი ღორის ხორცის სოუსისთვის.

4. ჯემის გამოყენება სხვადასხვა სახის კოქტეილში.

ნებისმიერი კოქტეილი შეიძლება გავამრავალფეროვნოთ სხვადასხვა სახის ჯემით. მაგალითად, ატმის "შვარტაუს" ჯემი ვისკისთის, ჟოლო არყისთვის, ან ფორთოხლის ჯემი ჯინისთვის საუკეთესოა.

5. კრემიანი დესერტებისთვის

სხვადასხვა სახის პუდინგი, პანაკოტა, და ნებისმიერი კრემიანი დესრტი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და გემრიელი გახდება სხვადასხვა სახის ხილის ჯემით.

6. ფრანგული ტოსტები

თავდაპირველად, თეთრ პურზე წავუსვათ თხლად ჯემი, შემდეგ დავადოთ მეორე ნაჭერი და ამოვავლოთ ათქვეფილ რძიან კვერცხში. შევწვათ კარაქში.

7. გაამრავალფეროვნე გრილზე შემწვარი ყველი
"შვარტაუს" ჯემი დაგეხმარებათ ჩვეულებრივი გრილზე შემწვარი ყველის ტოსტი გახადოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი.

8. ფენქეიქის სოუსი

"შვარტაუს" ჯემის ნებისმიერი სახეობა შეგიძლიათ აქციოთ სიროპად ძალიან მარტივად. უბრალოდ მასთან ერთად წამოადუღებთ წყალს. საუკეთესოა ფენქეიქებზე მოსასხმელად.

9. გარდაქმენით ნაყინი

ავიღოთ ჩვეულებრივი ვანილის ნაყინი. მოვასხათ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი "შვარტაუს" ჯემი და მიირთვით უგემრიელესი ნაყინი!

10. გავაფორმოთ ყველის დაფა

თუ აწყობთ ყველის დაფას, აუცილებლად დაგჭირდებათ რომელიმე სახეობის "შვარტაუს" ჯემი, აქაც შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით აარჩიოთ თქვენთვის სასურველი ხილის სახეობა და პატარა ჭურჭლით დადგათ ყველის დაფაზე. ჯემი განსაკუთრებით უხდება მძაფრი ყველის სახეობებს და პიკანტურ გემოს სძენს მათ

11. საკონდიტრო ნაწარმი

ორცხობილები, ნამცხვრები, პეროგები, ტარტები, ნებისმიერ საკონდიტრო ნაწარმში არაჩვეულებრივად თავსდება "შვარტაუს" უმაღლესი ხარისხის ჯემები

12. ხორციან კერძებში

ქათმის ან ღორის ხორცის შეწვისას შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის ჯემი, მაგალითად ფორთოხლის ჯემი ძალიან უხდება თუ ხორცს ოდნავ ჩავჭრით და ჯემს მოვასხავთ, შემდეგ ღუმელში შევწვავთ

13. მინანქარი ტკბილეულისთვის

გავაცხელოთ ჯემი, დავუმატოთ წყალი და ცოტა ლიმონის წვენი. ოდნავ რომ წამოდუღდება შეგვიძლია გამოვიყენოთ მინანქრად ტკბილეულზე წასასმელად სპეციალური საკონდიტრო ფუნჯით.

14. მოვასხათ ნებისმიერი სახის მარცვლეულს

დაივიწყეთ შაქარი, და დაატკბეთ თქვენი ფაფა თქვენთვის საყვარელი "შვარტაუს" ჯემის სახეობით.

15. გამოაცხვეთ უკეთესი კექსი

გაამრავალფეროვნეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები უბრალო კექსში სხვადასხვა სახის ჯემის დამატებით.

"შვარტაუ" არ შეიცავს კონსერვანტებს, ემულგატორებს (გემოს გამაძლიერებლებს და ხელოვნურ ფერებს)არის GMO FREE. "შვარტაუს" ჯემები საუკეთესოა როგორც პირდაპირ საჭმელად, ასევე კერძებში და საცხობად.
GEMRIELIA

უმაღლესი ხარისხის გერმანული "შვარტაუს" ჯემის უდიდესი არჩევანი დაგხვდებათ "ევროპროდუქტის" მაღაზიათა ქსელში მისამართებზე:
* ვაკე, აბაშიძის # 73;
* ს.ცინცაძის (ყოფილისაბურთალოსქ.) # 56;
* ნუცუბიძისქ. #129 (მე-3 მიკროსასახვევთან);
* ვერა, თარხნიშვილის #2.

"ევორპოდუქტი" - როცა ირჩევ ხარისხიანს!

R