რა დაგვიჯდება საახალწლო სუფრა და როგორ მოვაწონოთ თავი "ცეცხლოვან მამალს"?
ყველა თვლის, რომ ძველი წელი ძველ პრობლემებს წაიღებს, ხოლო ახალი - მოგვცემს შანსს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ლოგიკურია, რომ ასეთ დღესასწაულს განსაკუთრებულადაც ვუდგებით. მაგიდას საუკეთესო ჭურჭლის ნაკრებით ვშლით, ვაფორმებთ და განსაკუთრებულ კერძებსაც ვამზადებთ.
სწორედ ამიტომ სჭირდება საახალწლო სუფრას ბევრი წვალება და გარკვეული წესების დაცვა. მითუმეტეს, თუ საცობებს და გადატვირთულ მოძრაობას გავითვალისწინებთ, ერთი ფანჯრის პრინციპით მოწყობილ სუპერმარკეტებამდე მიღწევა, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამიტომ, პირადად მე არჩევანს ჩემს სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტზე ვაკეთებ და ამით დროსაც ვზოგავ და ნერვებსაც.
დამდეგი 2017 წლის სიმბოლო - ცეცხლოვანი მამალია. მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა ასტროლოგიის, მაინც ვცდილობთ გავითვალისწინოთ ძირითადი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გავაწყოთ საახალწლო სუფრა.
ყველა დიასახლისი ფიქრობს - რა მოამზადოს, რომელი კერძები შეარჩიოს, როგორ გაამრავალფეროვნოს სუფრა, რით გააკვირვოს და გაახაროს სტუმრები. სადღესასწაულო სალათები, საცივი, გემრიელი გამომცხვარი კერძები, გოზინაყი - მათ გარეშე საახალწლო მაგიდა წარმოუდგენელია!
იმისათვის, რომ "მამალი" კმაყოფილი დარჩეს, მაგიდაზე აუცილებლად უნდა ეწყოს ხილი და ბოსტნეული. კარგი იქნება, თუ პატარა თასით მარცვლეულსაც დადებთ.
მოკლედ, თქვენთვის ვიქნები ერთგვარი გზამკვლევი და წარმოგიდგენთ, თუ როგორ და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა პროდუქტები, მათ შორის მზა კერძებიც ახალი წლის სუფრისთვის, ისე რომ არც ბევრი დრო დაკარგოთ და ნერვებსაც გაუფრთხილდეთ.
ამ ექსპერიმენტისთვის "ნიკორა" სუპერმარკეტი მარტივი მიზეზის გამო შევარჩიე... ის ჩემს სახლთან ახლოსაა, არჩევანიც დიდია, ამიტომ ჩემს მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ძირითადად, სწორედ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ.
თანაც, "ნიკორაში" შემიძლია სპეციალური აქციებითაც ვისარგებლო, რომელიც სულ აქვთ, მითუმეტეს წინასაახალწლოდ და კიდევ, დაგროვებით ბარათზე ქულებიც დავაგროვო.
მაშ, ასე! საახალწლო სუფრის პირობითი მენიუ, რომელიც ოჯახის ერთი წევრის მარხვაზე ყოფნის გათვალისწინებით ჩამოვწერე. შეგიძლიათ პროდუქტები სურვილისამებრ შეარჩიოთ და თქვენთვის მისაღები ბიუჯეტიც განსაზღვროთ:
მზა სალათი "ოლივიე" (სამარხვო) – 1კგ 13 ლარი
მზა ნიგვზიანი ბადრიჯანი (სამარხვო)- 1კგ 17 ლარი
კაპრეზე - (ყველი მოცარელა - 5 ლარი; პომიდორი; რეჰანი ან ბაზილიკი - 1 ლ; ბალზამიკო; ზეითუნის ზეთი, შეგიძლიათ გამოიყენოთ პესტოს სოუსიც)
კიტრი - 3,35 ლარი
პომიდორი - 2,90 ლარი
ლაბა ("ხალადეცი")- 1 კგ 15 ლარი
ბაჟე; (ნიგოზი ნახევარი კილოგრამი - 12 ლარი)
შემწვარი თევზი კალმახი - 14.95 ლარი 1 კგ
შაშხი "ბოლერო"- 6.75 ლარი ნახევარი კილოგრამი
ერთი თავი სულგუნი- 6.99 ლარი
წითელი ხიზილალა - 100 გ 14.50 ლარი
გოზინაყი (ნიგოზი 1 კგ - 24 ლ. 0,5 ლ. თაფლი - 10 ლ);
ფენოვანი ლობიანი- 3 ცალი 2.45 ლარი
ხაჭაპური (ფენოვანი ცომი - 1კგ 3.89 ლარი)
შოთის პური- კახური 80 თეთრი
ნამცხვარი- შუ, ეკლერი - 1კგ 14.90 ლარი.
ხილი (ფორთოხალი-2.90 ლარი, მანდარინი-1.30 ლარი, ვაშლი-2.25 ლარი, ბანანი-3.25ლარი).
ჩურჩხელა 4 ცალი - 10 ლარი
ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონი" 2 ბოთლი- 16 ლარი
მინერალური წყალი - 4 ბოთლი - 4 ლარი
ნატურალური წვენი ფანერი- წითელი ფორთოხალი 1 ლ - 3.49 ლარი;
ჟოლო, მარწყვი, ატამი 1ლ - 3.79 ლარი
"ოლივიე" იმდენად მიყვარს, როგორც ხედავთ ჩამონათვალიც ამით დავიწყე... ალბათ დამეთანხმებით, რომ მის გარეშე ახალი წელი წარმოუდგენელია. ის თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას ამშვენებს. როგორც უკვე აღვნიშნე, დროის სიმცირეს ნამდვილად განვიცდი, ამიტომ, გადავწყვიტე წელს საკუთარ მომზადებულ "ოლივიეზე" უარი ვთქვა და მზა სახით შევიძინო. იგივე შემიძლია ვთქვა, ლაბაზეც. ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საახალწლო კერძია, მაგრამ თავად ვერ ვამზადებ... ამიტომ "ნიკორაში" სამარხვო "ოლივიესაც" შეიძენთ და გემრიელ ლაბასაც... აი ასე, მარტივად - დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც...
რაც შეეხება კაპრეზეს და ხაჭაპურს, მათი მომზადება სახლში, თავად გადავწყვიტე.
ესეც, ჩემი მარტივი კაპრეზეს რეცეპტი:
ყველი "მოცარელა" – 1 შეფუთვა 5 ლ.
პომიდორი - 3- 4 ცალი, საშუალო ზომის - 2 ლ.
ბალზამიკო (ძმრის ბალზამი) - 4 ს/კ
ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
რეჰანი ან ბაზილიკი - გემოვნებით
პესტოს სოუსი
მინდა გითხრათ, რომ კაპრეზეს სალათა საკმაოდ მარტივად მზადდება. მრგვალ ნაჭრებად დაჭერით პომიდორი, ზემოდან დააწყვეთ შუა-შუა გაჭრილი მოცარელას ბურთულები. დაამატეთ მარილი, მოასხით ზეთი, ბალზამიკო და გააფორმეთ რეჰანით ან ბაზილიკით. შეგიძლიათ დაამატოთ პესტოს სოუსიც.
ხაჭაპურის გამოცხობასთან დაკავშირებული საკითხიც მარტივად მოვაგვარე... მზა ფენოვანი ცომი შევიძინე და ამგვარად, ზედმეტი წვალების გარეშე გამოვაცხობ...
ჩემს საახალწლო მენიუში ქათამი სპეციალურად არ შევიტანე, რადგან ასტროლოგები გვირჩევენ, მამლის წელს არ დავახვედროთ ფრინველის ხორცი. ის შეგიძლიათ თევზით შეცვალოთ.
პირადად მე, ყოველთვის ვცდილობ, საახალწლო სუფრაზე წითელი ხიზილალა იდოს. უპირატესობას, რა თქმა უნდა, საქართველოში წარმოებულს ვანიჭებ. ვიცი, რომ სოფელ ვაკიჯვარში ხიზილალა "ოკეანეს" გამოჰყავს. ამიტომ ადგილობრივი წარმოების წითელი ხიზილალის შეძენასაც შეძლებთ...
დაიმახსოვრეთ!!!
სასურველია, რომ საახალწლო სუფრა წითელ, თეთრ და ნარინჯისფერ ფერებში გააწყოთ. არ დაგავიწყდეთ ხის კოვზის დადებაც...
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
თეა ინასარიძე