#CHEFმარკეტერი - ყველაზე გემრიელი კონკურსი მარკეტერებისთვის
2016 წლიდან ჟურნალის რებრენდინგის შემდეგ, გაიზარდა მისი მოცულობა, დაიხვეწა ხარისხი და მკითხველისთვის უფრო საინტერესო გახდა. მას შემდეგ ერთგულ მკითხველს არაერთი სიახლე და ღონისძიება შესთავაზა. იხილეთ ვიდეო
ჟურნალმა რამდენიმე თვეა ტრადიციად აქცია სასიამოვნო საღამოების მოწყობა პარტნიორი კომპანიებისთვის. ამჯერად ჟურნალის რედაქციამ გადაწყვიტა მეგობრული შეხვედრებისთვის უფრო უფრო მასშაბური, სახალისო და საინტერესო სახე მიეცა.
#CHEFმარკეტერი-ს პირველი შეხვედრა რესტორან „ვაინშტეფანში“ გაიმართა. საღამოზე მოწვეული იყო ექვსი ისეთი მსხვილი კომპანია, როგორებიცაა: Liderfood-ი, Smart pharma, „ტარჩინსკი“, „ავერსი“, „ვიადერმი“ და „ნიკორას“ სუპერმარკეტები. კომპანიების წარმომადგენლებს ნახევარი საათის განმავლობაში კერძი უნდა მოემზადებინათ, პროდუქციის ჩამონათვალი ყველასათვის ერთნაირი იყო და რაც მთავარია,
ყველაფერი გრილზე უნდა მომზადებულიყო.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: რესტორან „ვაინშტეფანის“ შეფ-მზარეული, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი და საღამოს ამერიკელი სტუმარი. სწორედ მათ გამოავლინეს საუკეთესო #CHEFმარკეტერი.
ქეთი ადეიშვილი (ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი):
„ჟურნალ „გემრიელიას“ ჰყავს ერთგული მკითხველი, რომელიც თვალს ადევნებს ახალ რეცეპტებს, თუმცა გვინდოდა უფრო მეტი ადამიანი ჩაგვება კერძების მომზადების საინტერესო პროცესში. იმედი გვაქვს, ჩვენი დახმარებით, უფრო მეტი ადამიანი დაიწყებს გემრიელი კერძების მომზადებას ჯანსაღი პროდუქტებით. შინ მომზადებული კერძები ხომ ყოველთვის უფრო გემრიელია “ .
ტერი ოლსენი - ჟიურის წევრი და ამერიკული ტელეკომპანია „ლილი ბროდკასტინგის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის მთავარი კონსულტანტი:
„მსგავსი ღონისძიებები მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ის საშუალებას აძლევს კომპანიას თავის დამკვეთებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს“.
რესტორანში ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ კონკურსის მონაწილეებს ფუსფუსი გაადვილებოდათ. კერძის მომზადება ყველაზე ადრე „ლიდერფუდის“ წარმომადგენელმა დაასრულა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია „ნიკორას“ სუპერმარკეტების წარმომადგენელის, თამთა ფხაკაძესთვის, ყველა კრიტერიუმში მაღალი შეფასება მიეღო და კონკურსის გამარჯვებულად დასახელებულიყო. თამთას საჩუქრად „შოკოლადის ოქროს წიგნი“ , ხოლო მის კომპანია „ნიკორას“, სარეკლამო გვერდი გადაეცა ჟურნალ „გემრიელიაში“. რესტორნის რჩეული კი კომპანია „ტარჩინსკის“ წარმომადგენელი გახდა.
კონკურსის ყველა მონაწილე ჟურნალმა კულინარიული წიგნებით დააჯილდოვა, ხოლო რესტორანმა „ვაინშტეფანმა“ მათ ლანჩის ორ კაციანი ვაუჩერი გადასცა.
ლაშა ბოდაველი, რესტორან „ვაინშტეფანის“ შეფ-მზარეული:
„ ჟურნალ „გემრიელიას“ კონკურსის ყველა მონაწილე შეძლებს, მობრძანდეს და დააგემოვნოს ჩვენივე წარმოების ბრეცელები და ძეხვეული, გასინჯოს უმაღლესი ხარისხის ლუდი, რომელსაც გერმანიაში მონაზვნები ამზადებენ. რესტორანი „ვაინშტეფანი“ ყოველთვის მოხარულია უმასპინძლოს მსგავს ღონისძიებებს“.
კონსკურსის დასასრულს, რესტორნის შეფ-მზარეულმა თავად ჩაატარა ორიგინალური კერძის მომზადების მასტერ კლასი, ბოლოს კი ყველას უგემრიელესი ფურშეტით გაუმასპინძლდა.
#CHEFმარკეტერი-ს ფარგლებში, მსგავსი საღამოები ჟურნალ „გემრიელიას“ პარტნიორებისთვის ყოველთვიურად გაიმართება და პროექტის
დასასრულს, დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული გამოვლინდება.
იხილეთ ვიდეო: