უზმოზე მიღებული დარიჩინიანი ჩაი აქვეითებს მადას – ჯადოსნური სანელებლის უცნობი თვისებები - Gemrielia.ge

უზმოზე მიღებული დარიჩინიანი ჩაი აქვეითებს მადას – ჯადოსნური სანელებლის უცნობი თვისებები

ზამთარში თითქმის ყველა სახლიდან თუ საკონდიტროდან გამოდის დარიჩინის არომატი. თუმცა სასიამოვნო არომატის გარდა დარიჩინს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.


აი, რამდენიმე მიზეზი, რატომ არ უნდა ვთქვათ უარი დარიჩინიან დესერტებსა და სასმელებზე მაშინაც კი, როცა სხეულის ფორმებს უფრთხილდებით.

ის გიცავთ მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენისგან, რადგან დაბლა წევს სისხლში გლუკოზის დონეს.
აქვეითებს სიმჟავეს.

ხელს უწყობს წონის კლებას, რადგან აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების წვას.

არეგულრიებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, შედეგად კურნავს დიარეას და აწესრიგებს გაღიზიანებულ ნაწლავებს.

ხელს უშლის გაზების წარმოქმნას და მუცლის შებერილობას.
GEMRIELIA
ებრძვის გულ-სისხლძართვა დაავადებებს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოქმნას, რამეთუ სისხლში დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს.

აჩერებს გულისრევად და ხსნის მის შეგრძნებას.

ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების დამსახურებით კურნავს ართრიტს.

გამოიყენება უშვილობის წინააღმდეგ ბრძოლაშიც, რადგან იგი ქალის სხეულში ქალისა და მამაკაცური ჰორმონების რაოდენობას აბალანსებს. 
GEMRIELIA
უზმოზე მიღებული დარიჩინიანი ჩაი აქვეითებს მადას.

ასტიმულირებს ტვინის ფუნქციებს. აშშ-ში, ფლორიდას შტატში ჩატარებული ექსპერიმენტის მონაწილეებს აღეჭინებდნენ დარიჩინიან საღეჭ რეზინს - ექსპერიმენტის მონაწილეებმა შესანიშნავი შედეგი დადეს მეხსიერებისა და სწრაფად აღქმის სავარჯიშოებში.

დარიჩინის ანტიბაქტერიალური და ანთების საწინააღმდეგო თვისებების დამსახურებით იკურნება გაციება, ბრონქიტი და გრიპი.
GEMRIELIA
დარიჩინი ცნობილი აფროდიზიაკია.

ეს სანელებელი შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლების ასუფთავებს არტერიებს.

შესანიშნავია სოკოსთან საბრძოლველად.
GEMRIELIA
დარიჩინი გახლავთ უდიდესი საბადო ისეთი ვიტამინებისა და მინერალების, როგორებიც არის C, B 1, რკინა, კალციუმი, კალიურმი და ფოსფორი.

დარიჩინის ჩხირებისა და ფხვნილის დამატება შესაძლებელია თითქმის ყველა მოთუშულ კერძსა და დესერტებში. დარიჩინის ეთერზეთი შესანიშნავია ართრიტის დროს კანზე წასასმელად.