ჯინი - დილით, შამპანური - ძილის წინ. აი, რას მიირთმევს და სვამს ბრიტანეთის დედოფალი
მისი უდიდებულოსობა ელისაბედ II, ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დედოფალი, აპრილში თავის 91-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
ბუკინგემის სასახლის დიასახლისი ცნობილია თავისი მყარი ჯანმრთელობით და საკუთარ ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება!
ალბათ გაინტერესებთ, რას მიირთმევს ცნობილი მონარქი. ნუთუ, ის მხოლოდ შავ ხიზილალასა და ამბროსს გეახლებათ?
მაშ ასე, რადგან დედოფალთან საუზმეზე, საეჭვოა, მოხვდეთ, გადავწყვიტეთ, თქვენი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ.
აი, რას ყველბა დარენ მაკგრეიდი, სამეფო სამზარეოლოს მთავარი შეფ-მზარეული:
1. საუზმე.
რა თქმა უნდა, დედოფალი დღეს ჩაისსმით იწყებს. ის მიირთმევს Earl Grey-ის (რძისა და შაქრის გარეშე, რაც ინგლისისთვის იშვიათობაა) ფაიფურის ფინჯნიდან, აყოლებს ორცხობილას, შემდეგ კი გადადის საუზმეზე.
საუზმედ ელისაბედი, როგორც წესი, მიირთმევს შვრიასა და ხილს.
პერიოდულად დედოფალი შვრიას ჯემიანი ტოსტებით ანაცვლებს, ხან კი - ერბოკვერცხს შებოლილი ორაგულითა და ტრიუფელებით.
აი, ეს უკვე მეფურია!
2. ლანჩი
ლანჩის წინ დედოფალი მიირთმევს ჯინისა და ტკბილი ღვინის აპერეტივისგან გაკეთებული კოქტეილს, ლიმონის ნაჭრითა და ყინულით.
ლანჩზე დედოფალი, როგორც წესი, მიირთმევს თევს ბოსტნეულთან ერთად. მას ძალიან უყვარს გრილზე მომზადებული კამბალა ისპანახის ან ყაბაყის გარნირით.
ხანდახან ლანჩზე დედოფალი გრილზე შემწვარ ქათამს და სალათსაც მიირთმევს.
საინტერესო ფაქტია, რომ როცა ელისაბედი მარტო მიირთმევს, ის არ იყენებს პროდქუტებს, რომელიც სახამებელს შეიცავს - კარტოფილს, ბრინჯსა და მაკარონს.
3. ჩაი
როგორც ჭეშმარიტი ინგლისელი, დღისით ელისაბედი ჩაის სვამს. მასთან ერთად მიარმთევენ სენდვიჩ-კანაპეს კიტრით, შებოლილი ორაგულით, კვერცხით ან მდოგვიანი ლორით. პურიდან ქერქს აუცილებლად აჭრიან - რათა ბუტერბროდი ზედმეტად კალორიული არ იყოს.
ასევე ჩაისთან დედოფალს ე.წ. ჯემ-პენსებსაც მიართმევენ ხოლმე: ეს გახლავთ პაწაწუნა, მრგვალი მონეტის ხელა სენდვიჩი ჟოლოს ჯემით.
ნამცხვრებიდან ყველაზე მეტად დედოფალს უყვარს თაფლისა და ნაღების ბისკვიტი და ტორტი ჯანჯაფილით, ხილითა და შოკოლადით.
4. სადილი
XX
სადილად ელისაბედი საქონლის ან ირმის ფილეს, ან ხოხობსა და ორაგულს სპეციალური ფერმებიდან.
ხორცი უნდა იყოს აუცილებლად დაბეგვილი და სოკოს, ნაღებისა და ვისკის სოუსით.
დესერტად დედოფალი მარწყვს ან უინძორის სასახლის ორანჟერეაში დაკრეფილ თეთრ ატამს მიირთმევს.
გარდა ამისა, დედოფალს ძალიან უყვარს შოკოლადი - თუნდაც, ჩვეულებრივი, ნაყიდი და არა სპეციალურად მისთვის მომზადებული.
5. ვახშამი
ვახშმის ნაცვლად დედოფალი ძილის წინ ბოკოლ შამპანურს მიირმთევს. სამეფო კარს მთელი 8 ოფიციალური შამპანურის მწარმოებელი ამარაგებს, ასე რომ, მის უდიდებულესობას ნამდვილად აქვს არჩევნის გაკეთების საშაუელება.
რა თქმა უნდა, ღვინის მარაგის დიდია სასახლეში, თუმცა დედოფალს დიდად არ უყვარს ღვინო.
ახლა უკვე იცით, როგორ მოუწყოთ საკუთარ თავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სამეფო ვახშამი!