ბოსტნეულის კატლეტის 5 რეცეპტი: იდეალურია სამარხვოდ!
ჩვენ შეგირჩიეთ 5 საინტერესო ბოსტნეული, რომლისგანაც შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი და წვნიანი კატლეტები.
კარტოფილის კატლეტები სოკოთი
ინგრედიენტები:
კარტოფილი 700 გ
ქამნა სოკო 200 გ
ხახვი 150 გ
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი შესაწვავად
ფქვილი 2-3 ს/კ
ხმელი ჭინჭარი 1 ს/კ სურვილისამებრ
დაფნის ფოთოლი 1 ცალი
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით, მოხარშეთ მარილწყალში დაფნის ფოთოლთან ერთად, შემდეგ კი გააკეთეთ პიურე.
ხახვი დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ პიურეს, მოაყარეთ მწვანილი და კარგად აურიეთ.
სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ოდნავ ზეთში, შეურიეთ პიურეს.
გააკეთეთ მიღებული მასისგან კატლეტები და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ორივე მხრიდან დაბრაწვამდე.
სტაფილოსა და ვაშლის კატლეტები
ინგრედიენტები:
სტაფილო 5 ცალი
ვაშლი 1 ცალი
მანის ბურღული ½ ჭიქა
ფქვილი ½ ჭიქა
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ
შაქარი 2 ჩ/კ
მარილი გემოვნებით
მომზადება:
სტაფილო და ვაშლი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გადაიტანეთ ქვაბში, დაასხით 1/3 ჭიქა წყალი, დაუმატეთ ზეთი და თუშეთ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ დაუმატეთ მანის ბურღული, შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ. თუ ძალიან თხელი მასა მიიღეთ, დაუმატეთ ფქვილი.
გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთწასმულ, გახურებულ ტაფაზე.
ბადრიჯნისა და ტკბილი წიწაკის კატლეტები
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი 2 ცალი
წითელი ტკბილი წიწაკა 1 ცალი
საფანელი 5 ს/კ
ფქვილი 1 ჭიქა
მარილი გემოვნებით
სალათის ფოთლები გემოვნებით
ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი 1 ს/კ
მომზადება:
გამოაცხვეთ მთელ-მთელი ბოსტნეული 220 გრადუსზე ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოათავსეთ ისინი ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 10 წუთი. შმედეგ გააცალეთ კანი. ბულგარულს ამოაცალეთ თესლიც.
ბულგარულის რბილობი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ მარილი.
დააბლენდერეთ ბადრიჯნის რბილობი, გადაიტანეთ მიღებული პიურე ჯამში, დაუმატეთ საფანელი, ფქვილი მარილი გემოვნებით. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გაყავით ბადრიჯნის მასა 8 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ ხელით და გულში ჩაუდეთ წიწაკის მასა. შეკარით ბურთებად, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში ცხელ ზეთში.
სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებთან ერთად.
ოსპის კატლეტები
ინგრედიენტები:
1 ჭიქა წითელი ოსპი
საფანელი 4 ს/კ
ხახვი 1 ცალი
სტაფილო 1 ცალი
ტომატპასტა 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
ქორფა მწვანილი გემოვნებით
ხმელი ქონდარი მწიკვი
მარილი გემოვნებით
მომზადება:
ოსპი მოხარშეთ 4 ჭიქა წყალში. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაუმატეთ მარილი.
ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ, შემდეგ კი მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში ორივე ინრედიენტი ერთად.
მოხარშული ოსპი ჩაჭყლიტეთ და გააკეთეთ პიურე. მიღებულ მასას დაუმატეთ საფანელი, ტომატპასტა, მოხრაკული ხახვი და სტაფილო, სანელბლები და წმინდად დაჭრილი მწვანილი. კარგად აურიეთ.
გააკეთეთ კატლეტები და ლამაზად დაალაგეთ ლანგარზე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამოავლოთ ცოტაოდენ ფქვილში და ოდნავ შეწვათ ორივე მხრიდან.
კომბოსტოს კატლეტები
ინგრედიენტები:
კომბოსტო 1 კგ
ხახვი 1 თავი
მანის ბ ურღული 100 გ
საფანელი 100 გ
ფქვილი 100 გ
ნიორი 2-3 კბილი
მწვანილი გემოვნებით
ზეთი 50 გ
მარილი გემოვნებით
მომზადება:
კომბოსტო გარეცხეთ, გაჭერით 4 ნაწილად, მოათავსეთ ადუღებულწყლიან ქვაბში, დაუმატეთ მარილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 8-10 წუთი.
მოხარშული კომბოსტო გადაიტანეთ საწურზე.
ამასობაში გაფცქვენით ხახვი და ნიორი. ხახვი დაჭერით 4 თანაბარ ნაწილად.
გაატარეთ ხორცსაკებპში მოხარშული კომბოსტო, ხახვი და ნიორი. მწვანილი გარეცხეთ და წმინდად დაჭერით.
ბოსტნეულის ფარშს დაუმატეთ მარილი დაპილპილი, მწვანილი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ მანის ბურღული და კვლავ აურიეთ. გაცერით ფქვილი და დაუმატეთ კომბოსტოს მასას.
გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ საფანალეში და შეწვით 2-3 ს/კ ზეთში ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.