ვინ გახდა #CHEFმარკეტერი- კულინარიული შეჯიბრი მარკეტერებისთვის - Gemrielia.ge

ვინ გახდა #CHEFმარკეტერი- კულინარიული შეჯიბრი მარკეტერებისთვის



2016 წლიდან ჟურნალის რებრენდინგის შემდეგ, გაიზარდა მისი მოცულობა, დაიხვეწა ხარისხი და მკითხველისთვის უფრო საინტერესო გახდა. გარდა ამისა , ჟურნალმა ერთგულ მკითხველს არაერთი სიახლე და ღონისძიება შესთავაზა.

ჟურნალმა „გემრიელია“ გადაწყვიტა ღონისძიებებისთვის უფრო საინტერესო, სახალისო და „გემრიელი“ სახე მიეცა. სწორედ ამიტომ პროექტი #CHEFმარკეტერი წამოიწყო , რომელშიც საქართველოში ცნობილი კომპანიების მარკეტინგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში უკვე მეორე ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ამჯერად რესტორანმა „სტეიკ ჰაუს № 1“ უმასპინძლა.

იხილეთ ვიდეო
GEMRIELIA

„#CHEFმარკეტერის კონკურსი უკვე მეორედ ტარდება . ახალი კომპანიები , ახალი წარმომადგენლები . მოუთმენლად ველი რა შედეგით დასრულდება დღევანდელი კონკურსი “- ქეთი ადეიშვილი (ჟურნალ „გემრიელიას “ რედაქტორი) „ჩვენი რესტორანი,3 წელი და 6 თვეა რაც არსებობს. ეს ერთადერთი რესტორანი,ა სადაც სტუმრებს ამერიკული და ქართული უმაღლესი ხორციც ვუმსპინძლდებით. რესტორანში შეგიძლიათ ექვსივე კლასიკურ დონეზე შემწვარი სტეიკი მიირთვათ. გვყავს ერთგული მომხმარებელი, რომელთა პატივსაცემლად, ჩვენს რესტორანში მათი სახელობის დანა-ჩანგალი გვაქვს, რომელზეც ერთგული სტუმრების სახელი და გვარია გრავირებული. დღეს რესტორანში #CHEFმარკეტერი -ს ღონისძიებაა, ძალიან საინტერესოა რომელი ბრენდის მარკეტინგის წარმომადგენელი გაიმარჯვებს “ - შოთა ბურჯანაზე „სეტიკ ჰაუს № 1“ მფლობელი.

GEMRIELIA

შეჯიბრში მონაწილეობა 7 კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო . კერძის მომზადებაში პირველობისთვის ერთმანეთს „დენკ ფარმა“ ,“ ზოდი“ , “ავერსი“ , “ვესტელი“ , „ ყვარლის ედემი“ , „გუდვილი“ და „ტაჩი“ შეეჯიბრნენ. კერძის მომზადება ტრადიციულად, 30 წუთს გაგრძელდა, მომზადებული და ლამაზად გაფორმებული კერძები კი ჟიურიმ დააგემოვნა, რომლის წევრებიც იყვნენი- „სტეიკ ჰაუს № 1“ მფლობელი შოთა ბურჯანაძის, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი ქეთი ადეიშვილი და ჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაიკლ ვანდერპული.

მიუხედავად იმისა რომ არც ერთ მონაწილეს არ დაუზოგავს თავი და ფანტაზია კერძის მომზადებისას, ჟიურიმ არჩევანი „ავერსის“
წარმომადგენელის კერძზე „ავერსულაზე “ გაკეთა, რომელიც ლალი ბრეგვაძემ მოამზადა.

“ ძალიან ნასიამოვნები და ბედნიერი ვარ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გავიმარჯვე. ეს იყო ძალიან სასიამოვნო საღამო , გავიცანი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, მივიღე გამოცდილება . ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საღამოები რადგან ჩვენს პროფესიაში განტვირთვა მნიშვნელოვანია “, - ლალი ბრეგვაძე („ავერსი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი). კულინარიული შეჯიბრის ყველა მონაწილეს „პალიტრა L“-ის წიგნები და რესტორნისგან მათი სახელებით გრავირებული დანა-ჩანგალი გადაეცათ , გამარჯვებული კი „შოკოლადის ოქროს წიგნით“ დააჯილდოვეს.

GEMRIELIA

#CHEFმარკეტერი-ს ფარგლებში , მსგავსი საღამოები ჟურნალ „გემრიელიას“ პარტნიორებისთვის ყოველთვიურად გაიმართება და პროექტის დასასრულს, დასკვნით ღონისძიებაზე, გამარჯვებულთა შორის გამარჯვებული გამოვლინდება.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო