დიასახლისის ბლოგი: 3 მარტივი და გემრიელი კერძი მაიონეზით - Gemrielia.ge

დიასახლისის ბლოგი: 3 მარტივი და გემრიელი კერძი მაიონეზით



კერძის გემო უმთავრესად პროდუქტის ხარისხზეა დამოკიდებული. პირადად მე ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ სოუსებს, რომლებიც ამა თუ იმ კერძის გემოს განსაზღვრავავენ და გამორჩეულ არომატს აძლევენ.

მსოფლიო გასტრონომია სოუსებისა და საწებლების მდიდარ არჩევანს გვთავაზობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია: მაიონეზი, ბეშამელი, პესტო, ტარტარი, ვასაბი, ტერიაკი და სხვ.

რა თქმა უნდა, შინ მომზადებულ სოუსებს სხვა გემო აქვს , თუმცა საკმაო დროს საჭიროებს და უმრავლესობა დროის ეკონომიის მიზნით მზა პროდუქტს ყიდულობს, რომელთა შორისაც უპირობო ლიდერი მაიონეზია.

ბოლო პერიოდში, მაიონეზს ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტად თვლიან. მიიჩნევენ, რომ მასში შემავალი კონსერვანტები, ცხიმები ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს.

მოდით, გავერკვეთ, მართლაც ასეა თუ არა სინამდვილეში და რა უნდა გავითვალისწინოთ ხარისხიანი მაიონეზის არჩევისას:
როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა გავეცნოთ შემადგენლობას. ნატურალური მაიონეზი უნდა შეიცავდეს ნატურალურ პროდუქტებს. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეს არის - მცენარეული ზეთი და კვერცხის გული. ის მდიდარია ვიტამინებით, ხოლო მცენარეული ზეთები - როგორც ზეითუნის, ასევე მზესუმზირის შეიცავენ ომეგა-ს კლასის სასარგებლო ცხიმებს. მცენარეული ზეთი ასევე დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
GEMRIELIA
სამივე რეცეპტში, რომელიც უნდა შემოგთავაზოთ, მაიონეზი ფიგურირებს, ამიტომ მისი ხარისხი - ძალიან მნიშვნელოვანია!
პირველ რიგში, მინდა ჩემი საყვარელი სოუსის რეცეპტი გაგიმხილოთ. ის განსაკუთრებით უხდება შემწვარ ხორცსა და თევზს. მეტსაც გეტყვით, გემრიელი "შაურმის" საიდუმლოც სწორედ ამ სოუსშია.

სოუსი ნივრით
GEMRIELIA
ინგრედიენტები:
მაიონეზი 100 მლ, არაჟანი 100 მლ, ხმელი სუნელი 1 ჩ.კ. გატარებული მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება:
ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და უგემრიელესი სოუსი - მზადაა!
თუ მარხვას ინახავთ, სამარხვო მაიონეზი ცოტაოდენ გადადუღებულ წყალში გახსენით, დაუმატეთ ხმელი სუნელი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი და სოუსში ჩააწყვეთ შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო. ამ კერძს უხდება ახალი ქინძი.

სალათა ოლივიე ქათმით
GEMRIELIA
ინგრედიენტები:
მაიონეზი 200 მლ, მჟავე კიტრი, ან ქორფა 4 ცალი, ხახვი 2 თავი, მოხარშული ქათმის ფილე 3 ცალი, მოხარშული კარტოფილი კანიანად, 6 ცალი, ბეკონი ან ლორი 100 გ, მოხარშული კვერცხი 6 ცალი, ბარდა, დაკონსერვებული 1 ქილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადება:
მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბებად. იმავე ზომაზე დაჭერით კიტრი, ხახვი, მწვანილი, ქათმის ფილე და ლორი. დაჭრილ ინგრედიენტებს დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი და აურიეთ. მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით და მწვანილით.

ინგრედიენტები:

მაიონეზი 200 მლ, მჟავე კიტრი, ან ქორფა 4 ცალი, ხახვი 2 თავი, მოხარშული ქათმის ფილე 3 ცალი, მოხარშული კარტოფილი კანიანად, 6 ცალი, ბეკონი ან ლორი 100 გ, მოხარშული კვერცხი 6 ცალი, ბარდა, დაკონსერვებული 1 ქილა, დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადება:
მოხარშული კარტოფილი და კვერცხი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბებად. იმავე ზომაზე დაჭერით კიტრი, ხახვი, მწვანილი, ქათმის ფილე და ლორი. დაჭრილ ინგრედიენტებს დაუმატეთ ბარდა, მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი და აურიეთ. მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით და მწვანილით.

კიბორჩხალის ჩხირების საუზმეული
GEMRIELIA
ინგრედიენტები:
ყველი 100 გ, კიბორჩხალის ჩხირი 200 გ, მოხარშული კვერცხი 2 ცალი, დანაყილი ნიორი 1 კბილი, მაიონეზი გემოვნებით.

მომზადება:
კიბორჩხალის ჩხირები სახეხზე გახეხეთ, ცოტა საფანელად გადაინახეთ, ყველი და მოხარშული კვერცხიც გახეხეთ, მომზადებულო ინგრედიენტებს დაუმატეთ 2-3 ს/კ მაიონეზი და ნიორი. მიღებული მასისგან ხელით ბურთულები გააკეთეთ და საფანელად გადანახულ კიბორჩხალის ჩხირების ნაფხვენში ამოავლეთ. დააწყვეთ თეფშზე და მორთეთ მწვანილით.
დაიმახსოვრეთ, გემოს - ხარისხი განსაზღვრავს! მაიონეზ `სლობოდა~-ს 3 სახეობიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ ერთ-ერთი.
GEMRIELIA
თეა ინასარიძე