10 მარტივი ხრიკი სამზარეულოსთვის, რომლებსაც ხშირად გამოიყენებთ!
პრაქტიკულად ყოვლდღე სამზარეულოში ამა თუ იმ პრობლემას ვაწყდებით. ამასთან ვერ ვხდებით, რომ მათი მოგვარება მარტივად, მოხერხებულობით არის შესაძლებელი.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სამზარეულოში უამრავი პრობლემის მოგვარებაში.
კალათა „შეჭამე პირველ რიგში“
ხშირად ვყრით გაფუჭებულ ან ვადაგასულ საკვებს, რომელიც მაცივრის უკანა კედელზე ჩაიკარგა. შექმენი ისეთი კალათა პროდუქტებისთვის, რომლის შენახვის გადაც მალე იწურება.
ტორტის იდეალური ნაჭერი
იმისათვის, რომ მოჭრათ იდეალურად ტორტის ნაჭერი, დანა შეუშვირეთ ცხელ წყალს. ასე დანა არ მიეკრობა და დააქუცმაცებს ტორტს.
როგორ გავაკეთოთ კრისატულურად სუფთა ყინული
თუკი არ გსურთ მიიღოთ დაბუნდული ყინულის კუბი, უბრალოდ აადუღეთ წყალი იქამდე, სანამ გაყინავდეთ.
გახადეთ ხილი უფრო წვნიანი
თუკი ლიმონს მაგიდაზე აგორავებთ და ამასთან ოდნავ დააწვებით, ბევრად მეტ წვენს მიიღებთ მისგან.
გადმობრუნებული ბოთლები
მოათავსეთ კეტჩუპის, მაიონეზის ან სხვა ბოთლები კვერცხის ყუთში, რათა მარტივად და უფრო სწრაფად გადმოვიდეს შიგთავსი.
მარცვლეულის და ფქვილეულის შესანახი მოსახერხებელი კონტეინერები
გამოიყენეთ მარტივი ბოთლი-კონტეინერები პროდუქტების (თხილეულის, შკოლადის ფანტელების, თაფლის, სიმინდის, პურის ფქვილისა და შაქრისთვის) შესანახად.
ტრიუკი ბანანით
მიიღეთ ბანანის ნაჭრები იქამდე, სანამ გაფცქვნიდეთ მას, - გააოცეთ მეგობრები და ბავშვები. ჩაარჭვეთ ნემსი ბანანში, გადაატრიალეთ მარცხნივ და მარჯვნივ ბანანის გულში. გამოიღეთ ნემსი და გაიმეორეთ იგივე იმდენჯერ, რამდენი ნაჭერიც გინდათ მიიღოთ. როცა თქვენი მეგობარი გაფცქვნის ბანანს, გაოცდება აღმოაჩენს რა, რომ ბანანი უკვე დაჭრილია.
იმისათვის, რომ არ ზედაპირი მიგეწვათ
თუკი ხედავთ, რომ ღუმელში კერძს ზედაპირი ეწვება, ხოლო გული ჯერ გამოუმცხვარი აქვს, გადააფარეთ ფორმას ფოლგა და განაგრძეთ მზადება.
გაყინული ხილი და ბოსტნეული
ასე შეგიძლიათ გაყინოთ არა მხოლოდ ხილი, არამედ ბოსტნეულიც
პომიდვრის მარტივად გაფცქვნა
გააკეთეთ X -ფორმის ჩანაჭერი პომიდვრის გლუვ ზედაპირზე და მოათვსეთ ის ადუღებულ წყალში 10 წამის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ და გაფცქვენით, როცა ბოსტნეული კარგად გაგრილდება.