სააღდგომო შეთავაზება მომხმარებლებს - იტალიური პასკები "ჩი გუსტა!"- ს კონდიტრებისგან
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საცხობების დიდი ნაწილი სხვადასხვა ცომეულის მომზადებას აჩერებს და პასკების გაყიდვას იწყებს.
პასკებს საქართველოში ბევრი საკონდიტრო ამზადებს, თუმცა, იტალიური რესტორნის კონდიტრების მიერ გამომცხვარი "პანეტონე" იშვიათი სიამოვნებაა. ეს აღსანიშნავი სიახლეა - "ჩი გუსტა!" სააღდგომოდ თბილისში პანეტონეს მომზადებას იწყებს. პანეტონეს ისტორია მილანიდან იწყება და აღნიშნული დესერტი ქალაქ მილანის სიმბოლოცაა.
სიტყვა პანეტონე "პან დე ტონი"-დან მოდის. ისტორიის მიხედვით, ლუდოვიკო მოროს სამზარეულოში ტონი მზარეულის დამხმარე იყო. შობის ღამეს, მთავარმა მზარეულმა მთავარი დესერტი დაწვა და ტონიმ მის გადასარჩენად გადადებული საკუთარი ტკბილეულის მარაგი გაიღო. მან ახალი ცომი კვერცხით, შაქრით, ქიშმიშითა და ჩირით მოზილა. დესერტმა იმ ღამეს შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა და ლუდოვიკო მორომ მზარეულის პატარა დამხმარის საპატივცემულოდ, დესერტს "პან დე ტონი" დაარქვა. სწორედ აღნიშნულ დესერტს შესთავაზებს იტალიური ბრენდი ქართველ მომხმარებელს. "ჩი გუსტა!" სააღდგომოდ პანეტონეს წარმოებას იწყებს!
10 აპრილიდან მომხმარებლები პანეტონეს შეძენას ‘’ჩი გუსტა’’-ს შემდეგ ობიექტემბში შეძლებენ:
ქ. თბილისი ,,ბიბლუსი გალერეა" ი.ჭავჭავაძის N 7,
ქ. თბილისი ს/ც ,,სითი მოლი" ხიზაბავრის N 1
ქ. თბილისი ,,ბიბლუსი" ვაჟა-ფშაველას N 4
ქ. ბათუმი ,,ბიბლუსი გალერეა" მემედ აბაშიძის N 52
ეს იქნება კლასიკური, ქიშმიშიანი , 800 გრამიანი პანეტონე, რომლის ფასიც 15 ლარი იქნება.
დამატებითი კომფორტი ისაა,რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ადგილზე მიბრძანდნენ და წინასწარი შეკვეთა გააკეთონ. სურვილის შემთხვევაში, მათ პანეტონეს ქიშმიშის გარეშე, ან ცუკატებით დაუმზადებენ. დაინტერესებულ მომხმარებლებს კი შეუძლიათ დარეკონ "ჩი გუსტა!"-ს ნომერზე 577 01 29 48.
შესაძლებელია ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობაც. პანეტონეს ადგილზე მიტანა "ფუდპანდას" საშუალებით იქნება შესაძლებელი.
R