იდეალურად მომზადებული თევზის 19 საიდუმლო!
1. თევზის დამუშავების წინ მოათავსეთ ის წყლიან ჭურჭელში, თუკი თევზი ჩაიძირება, ის ახალია, თუ არა, უარი თქვით მის მომზადებაზე.
2. შეწვისას მძაფრი სუნის თავიდან ასაცილებლად, ზეთში ჩააგდეთ ერთი ცალი გაფცქვნილი და დაჭრილი კარტოფილი.
თევზის ბულიონს ხარშვის დაწყებისას უმატებენ მარილს.
3. დამარილებული თევზს სანამ დაჭრიდეთ, დაასხით ცივი წყალი, რათა ოდნავ გაფუვდეს, შემდეგ მისი დაჭრა და გარჩევა ბევრად მარტივი იქნება.
4. იმისათვის, რომ თევზი შეწვისას არ დაგეშალოთ, ის მომზადებამდე 15 წუთით ადრე უნდა დაჭრათ და დაამარილოთ.
5. ზედმეტად მარილიანი თევზი წინასწარ 4-6 საათით დაალბეთ ცივ წყალში. ყოველ 1-2 საათში გამოუცვალეთ წყალი. ამის შემდეგ თევზის შენახვა რეკომენდებული არ არის.
6. თევზის გამოშიგვნა (არა დიდი თევზის) მუცლის გაუჭრელად შეგიძლიათ. ამისათვის ჩაჭერით კისერთან, გადაჭერით ხერხემალი და მოაცალეთ თავი შიგნეულობიანად.
7. თევზის შეწვისას ცხელ ზეთში დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, ასე კანი უფრო ხრაშუნა ექნება.
8. იმისათვის, რომ თევზს მარტივად მოაცალოთ ქერცლი, ჩადეთ ის რამდენიმე წამი მდუღარეში, შემდეგ კი თბილ ძმარდამატებულ წყალში.
9. თევზს კანი ადვილად მოცილდება, თუკი წინასწარ ძმარში ჩაალბობთ.
10. თუკი ქაშაყი ზედმეტად მარილიანია, ის დაალბეთ ან ჩაიში ან რძეში.
11. იმისათვის, რომ თევზი კარგად დაიბრაწოს, სანამ შეწვავდეთ კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
12. ქერცლი ადვილად მოცილდება, თუკი თევზის გაწმენდას ზურგის ფარფლებით დაიწყებთ და წამოხვალთ მუცლისა და კუდისკენ.
13. ზღვის თევზი ბევრად ნაზი გამოვა, თუკი შეწვამდე 30-40 წუთით ადრე მას შაქარს მოაყრით.
14. წვრილ და დაჭრილ თევზს მოხარშვამდე ადუღებულ წყალში დებენ, რათა არ გადაიხარშოს.
15. თუკი გაყინულ თევზს ხარშავთ, ის ცივ წყალში ჩადეთ და ისე დადგით ცეცხლზე.
16. სრიალა კანიანი თევზის გაწმენდისას ხელები მარილში ამოსვარეთ, რათა უფრო მოსახერხებელი იყოს მისი გაწმენდა.
17. თევზი შეწვით ცოტაოდენ ცხიმში და უმჯობესია გამოიყენოთ ზეთისა და კარაქის ნაზავი. ნუ დაალაგებთ ნაჭრებს ერთმანეთთან ახლოს, თუკი გსურთ, რომ თევზი უკეთ დაიბრაწოს.
18. ხიზილალა დიდი ხანი არ გამოშრება, თუკი ქილაში, ხიზილალის თავზე თხელ ფენად ზეთს მოასხამთ და მჭიდროდ დააფარებთ თავსახურს.
19. თუკი გსურთ, არომატული და ბევრად სასარგებლო ბულიონი მოამზადოთ, მოხარშეთ ის რამდენიმე სახეობის თევზისგან.