მორჩენილი და გამხმარი პასკების ახალ, გემრიელ დესერტებად გადაკეთების გენიალური იდეები - Gemrielia.ge

მორჩენილი და გამხმარი პასკების ახალ, გემრიელ დესერტებად გადაკეთების გენიალური იდეები

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება პასკების ნარჩენები. მორჩენილი პასკები (ან პანეტონე) მალე  ხმება და დიასახლისებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო იდეას, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი პასკები და ისინი გემრიელ დესერტებად გადააქციოთ.

 

 

პასკის პუდინგი:

 

ინგრედიენტები:

50 გ დარბილებული კარაქი

250 გ პასკა (5 საშუალო ზომის ნაჭერი)

2 კვერცხი

225 მლ რძე

142 მლ ნაღები

2 ს/კ შაქარი

½ შეფუთვა ვანილინი

 

მომზადება:

 

დაჭერით პასკა და წაუსვით კარაქი.კარაქწასმულ ტაფაზე დაალაგეთ პასკის ნაჭრები. ამასობაში ათქვიფეთ კვერცხი, რძე, ნაღები (შეგიძლიათ მარტო მაღალპროცენტიანი რძეც გამოპიყენოთ თუ ნაღები არ გაქვთ.) და დაუმატეთ ვანილინი. დაასხით მიღებული მასა პასკის ნაჭრებს,ისე რომ დაიფაროს. შეგიძლიათ ხელით მსუბუქად დააწვეთ ნაჭრებს, რომ სითხე კარგად შეიწოვოს.(პუდინგში შეგიძლიათასევე ჩაყაროთ შოკოლადის ნატეხები სანამ რძიან მასას მოასხამთ). გააჩერეთ 30 წუთი, ისე რომ პასკის ნაჭრებმა რძიანი მასა შეისრუტოს. გამოაცხეთ პუდინგი 35-45 წუთის განმავლობაში ღუმელში 150 გრადუსზე. პუდინგი გადმოიღეთ პატარა ჯამში, ოდნავ გააგრილეთ და მიირთვით. გასაფორმებლად შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ.

 

ფრანგული ტოსტი

ინგრედიენტები:

 

1 პატარა პასკა

1 კვერცხი


1/4 ჭიქა რძე

კარაქი

1 ჩ/კ შაქარი

100 გ შოკოლადი

მომზადების წესის პირველი ვარიანტი:

ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რძე ერთად და ჩაალბეთ პასკის ნაჭრები (თუ პასკა ძალიან მშრალია, გააჩერეთ უფრო მეტხანს, რომ კარგად დარბილდეს). გაადნეთ ტაფაზე კარაქი, დაალაგეთ პასკის ნაჭრები და ყიყლიოს პრინციპით შეწვით ორივე მხარეს საშუალო ცეცხლზე. გამზადებულ ტოსტს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, ნებისმიერი კენკრა ან არაჟანი და მიირთვათ.

მომზადების წესის მეორე ვარიანტი:

ათქვიფეთ კვერცხი და რძე. ორ ნაჭერ პასკას შორის ჩავდოთ შოკოლადის ნატეხი და ჩავალბოთ კვერცხისა და რძის ნაზავში. შევწვათ იგივე პრინციპით, კარაქში, ორივე მხარეს. როცა პასკა დაიბრაწება და შოკოლადი დნობას დაიწყებს, გადმოიღეთ თეფშზე და მიირთვით.

 

რეცეპტის ინგლისური ვერსია იხილეთ საიტზე georgianjournal.ge