4 ოქროს რჩევა ჯეიმი ოლივერისგან ყველა დიასახლისს! - Gemrielia.ge

4 ოქროს რჩევა ჯეიმი ოლივერისგან ყველა დიასახლისს!

რა არის საჭირო იმისათვის, რომ გემრიელი კერძი გამოგვივიდეს? პირველ რიგში, რაც ამ დროს თავში მოგვდის, - ხარისხიანი პროდუქტები, საკმარისი დრო და სურვილია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის!

აღმოჩნდა, რომ მოწესრიგებული სამზარეულო ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტების ხარისხი. ასეთ დროს მომზადება ხომ ბევრად მარტივი და სასიამოვნოა, ვიდრე არეულ სამზარეულოში.

სამწუხაროდ, რთულია, ყოველდღიურად იდეალურ მდგომარეობაში გქონდეს სამზარეულო. მაგრამ ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი გვიზიარებს ხრიკებს, რომლის მეშვეობითაც სამზარეულო ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული და გემრიელი სადილის მოსამზადებლად მზად იქნება.

 

როგორ შევინარჩუნოთ სამზარეულოში სისუფთავე?

 

ჭურჭელს მიუჩინეთ თავისი ადგილი

გამოყავით რამდენიმე საათი იმისათვის, რომ გადაარჩიოთ ჭურჭელი. თუკი აღამოაჩენთ ნივთს, რომელსაც არ იყენებთ, ან იშვიათად იყენებთ, არც დაფიქრდეთ, გადამალეთ სადმე შორს და თქვენი სამზარეულო მაშინვე გაფართოვდება.

 

Kitchen organisation ideas: how to organise your kitchen | Kitchen ...

 

გაანაწილეთ ნივთები რაციონალურად

სანამ კერძის კეთებას შეუდგებოდეთ, დაფიქრდით, რა გჭირდებათ ამისთვის. გადმოიღეთ საჭირო ნივღები და პროდუქტები ისე, რომ ხელთ გქონდეთ. ზედმეტი რაღაცები კი გადამალეთ, ან მიუჩინეთ თავისი ადგილი, რომ არ შეგიშალოთ ხელი მუშაობაში.

 

Baking Measuring Tips : Food Network | Easy Baking Tips and ...

 

ნუ გადადებთ დალაგებას

მიალაგეთ მაშინვე, როგორც კი მორჩებით კერძის კეთებას. არ დატოვოთ გასარეცხი ჭურჭელი. თანდათან ეს ჩვევაში გადაგექცევათ და სამზარეულო სულ მოწესრიგებული გექნებათ.

 

გამოყავით ადგილი მზა კერძებისთვის

თუკი წინასწარ გამოყოფთ სამზარეულოში ადგილს, სადაც მოათავსებთ მზა კერძებს, მაშინ აღარ მოგიწევთ სიჩქარე და იმაზე ფიქრი, სად მოათავსოთ თეფშით მზა კერძი. სამზარეულოს მაგიდაზე წესრიგი ყველაზე რთული კერძის მომზადებასაც კი სიამოვნებად გადააქცევს.

სუფთა სამზარეულო - თქვენი წარმატებული კულინარიული ექსპერიმენტების საწინდარია. გაითავლისწინეთ ეს მარტივი წესები და მალე დაივიწყებთ მომქანცველ დალაგების პროცესს და დასარეცხი ჭურჭლის მთას, რომელიც სამზარეულოში გელოდებათ.