პროდუქტების სია, რომელიც უნდა ჰქონდეს მას, ვინც გახდომა გადაწყვიტა
ის, ვინც უფრთხილდება ჯანმრთელობას, გარეგნობას და საკუთარ წონას, ყოველთვის აკონტროლებს, რას ჭამს. სწორედ მათთვის შევეცადეთ, შეგვედგინა მოკლე ინსტრუქცია და სია იმ პროდუქტებისა, რომლებიც დაარეგულირებს ცხიმს, შაქარს და ქოლესტერინს ორგანიზმშიმ იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.
დაბალკალორიული პროდუქტები:
პომიდორი, კიტრი, სოკო, თეთრი, უცხიმო თევზი, ციტრუსები.
ნოყიერი პროდუქტები:
შვრიის ბურღული, მაკარონი, ლობიო, ხორბლის პური, ვაშლი.
პროდუქტები, რომლებიც ხელს არ უწყობს სისხლში შაქრის აწევას:
უცხიმო რძე, სოკო, კენკრა, სალათის ფურცლები.
პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით:
უცხიმო ხაჭო, ქათმის თეთრი ხორცი, ზღვის პროდუქტები.
პროდუქტები, რომლებიც თქვენს გარეგნობაზე იზრუნებს:
სუფთა წყალი, ზეითუნის ზეთი, ნუში, სელის ზეთი, ავოკადო.
პროდუქტები, რომლებსაც სიამოვნებით მიირთმევთ:
ბოსტნეული და ხილი, რომლებიც ჭამის დროს ხრაშუნობს – ვაშლი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ნიახური და სხვა. ათქვეფილი რძის პროდუქტები შაქრის გარეშე, ხილის პიურეები, ქათმის უცხიმო პაშტეტი, წვნიანი კენკროვნები.
პროდუქტები, რომლებიც სითხეს არ დააკავებს ორგანიზმში:
მწვანე ჩაი, წყალში გახსნილი ფორთოხლის წვენი, კენკრის მორსები და უშაქრო ლიმონათები; ნიახური და მისგან მომზადებული წვენი.
პროდუქტები, რომლებიც სულ თან გექნებათ:
ბანანი, უცხიმო რძის პროდუქტები ნახევარლიტრიან შეფუთვებში, ხორბლის პატარა პური-ორცხობილები, თხილი, ჩირი.
პროდუქტები, რომლებიც ახალი სხეულის აშენებაში დაგეხმარებათ:
უცხიმო ყველი, დიეტური ხაჭო, თეთრი თევზი, პარკოსნები, კვერცხის ცილა.
პროდუქტები, რომლებიც ტონუსს მოგიმატებთ:
შავი შოკოლადი დანამატების გარეშე (შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 75% კაკაოსი), ფინიკი, პომიდორი, ზეითუნის ზეთი, თხილი და კაკალი.