როგორ უნდა ვისაუზმოთ სწორად? - Gemrielia.ge

როგორ უნდა ვისაუზმოთ სწორად?

ეს 5 მარტივი წესი დაგეხმარებათ, გახადოთ პირველი ტრაპეზი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლო და დაიმუხტოთ მთელი დღით ენერგიითა და ოპტიმიზმით.

შეარჩიეთ იდეალური დრო

დილის 7-დან 9 საათამდე პერიოდი იდეალურია საუზმისთვის, თ უმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაღვიძებისთნავე საჭმლის მომნელებელ სისტემას არასაკმარისი ფერმენტები აქვს, ამიტომაც არ უნდა გადატვირთოთ კუჭი. მძიმე საკვები - ძეხვიანი ბუტერბროდები, ერბოკვერცხი ბეკონით და მსგავსი ნოყიერი ვარიანტები - ორგანიზმს ტონუსს კი არ მომატებს, არამედ პირიქით - დაუქვეითებს.

მიირთვით ნახშირწყლები

თუნდაც ნახშირწყლებს ერიდებოდეთ ზედმეტი კილოგრამების მომატების გამო, საუზმე - სწორედ ის დროა, გაანებივროთ საკუთარი თავი გემრიელი ნახშირწყლებით და არ იდარდოთ წონაზე. მთავარია - სწორად შეარჩიოთ, „ხანგრძლივმოქმედი“ ნახშრწყლები და პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ბალასტური ნივთიერებებით - ისინი აუჯობესებენ საჭმლის მონელებას.

ეს შეიძლება იყოს შვრიის ან წიწიბურის ფაფა. პურ-ფუნთუშეულიდან კი მაინცდამაინც კრუასანს ნუ მიეძალებით, უპირატესობა მიანიჭეთ ჭვავის ან მსგავსი ხორბლეულის პურს. ნაყიდი მიუსლები სავსეა შაქრით, ამიტომაც ნუ დაიზარებთ და მოამზადეთ ის თავად: შვრიის ფანტელს დაუმატეთ ნიგოზი და დაჭრილი ახალი ხილი. ასეთი საუზმე სისხლში გლიუკოზის დონეს რბილად აწევს და ენერგიით აგავსებთ. ხოლო თუკი საუზმედ რაიმე ტკბილს მიირთმევთ, შაქრის დონე სისხლში მკვეთრად აიწევს, შემდეგ კი ასევე სწრაფად დაეცემა, რაც საშინელ შიმშილის გრძნობას მოგგვრით.

ისაუზმეთ ნელა

აუჩქარებელი საუზმე ჩვენს ორგანიზმს სწრაფად გამოფხიზლებაში ეხმარება, თუმცა სტრესში არ აგდებს. სანამ ჩაფიქრებული მიირთმევთ ყავას ბუტერბროდით, თქვენი ყურადღების კონცენტრაცია მაღლა იწევს, მეხსიერება უმჯობესდება და განწყობას მაღლდება... ამიტომაც მეცნიერები გვირჩევენ გამოყოთ დილის ტრაპეზისთვის საკმაო დრო, არა ნაკლებ 30 წუთისა. გარდა ამისა, სწორედ აუჩქარებელი საუზმე დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ მოულოდნელი, მძაფრი შიმშილის შემოტევები დღის პირველ ნახევარში და სადილამდე ზედმეტად წახემსება აღარ მოგინდებათ.

მიირთვით უშაქრო ყავა

სინამდვილეში ყავასა და ჩაის ერთნაირად მოაყავხართ ტონუსში და რას მიირთმევთ დილით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გემოვნებასა და უპირატესობაზეა დამოკიდებული. მაგრამ მნიშვნელოვანია - არ დაატკბოთ სასმელი. ისევ და ისევ ზემოთ ხსენებული მიზეზის გამო: რათა თავიდა აიცილოთ სისხლში შაქრის დონის კვეთრი ცვალებადობა.

არ დაიწყოთ დღე უზმოზე

თუნდაც ჩაგეძინოთ და დრო არ დაგჩეთ ყავისთვის, ან ფაფა არ გადაგდით ყელში, ნუ გაიქცევით სახლიდან კუჭზე გავლით. დიდი დრო არ დაგჭირდებათ, უცებ დალიოთ ფინჯანი რძე და მიაყოლოთ პურის ნაჭერი, ან მოიმზადოთ სწრაფად სმუზი კიოგურტისა და ხილისგან. მიირთვათ ცოტაოდენი ყველი ან ხაჭო (ოღონდ არა ტკბილი ხაჭო). რამდენიმე კოვზი, ყლუპი ან ლუკმაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სწორად დაიწყოთ ახალი დღე.