5 ბოსტნეული, რომლებიც ჯობია მოხარშული მიირთვათ, ვიდრე ცოცხლად - Gemrielia.ge

5 ბოსტნეული, რომლებიც ჯობია მოხარშული მიირთვათ, ვიდრე ცოცხლად


ყველა ჩვანგანმა იცის, რომ ბოსტნეული უმად ბევრად სასარგებლოა და ინარჩუნებს მეტ ვიტამინსა და მინერალს.

ითვლება, რომ თერმული დამუშავების შემდეგ ბევრი სასარგებლო ნივთიერება ბოსტნეულში კვდება. მაგრამ მეცნიერები და ჯანმრთელი კვების მიმდევრები ამტკიცებენ, რომ რამდენიმე პროდუქტი უმჯობესია სწორედაც რომ მოხარშული მივირთვათ.

გამოკვლევებმა, რომელიც  ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ ორგანიზმისთვის აუცილებელია ისეთი ნივთიერება, როგორიც არის ლიკოპინი. ეს პიგმენტი, რომელსაც ზოგიერთი მცენარე შიეცავს, დაბლა წევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს გაჩენის რისკს. მეტ კონცენტრაციას კი ლიპოგენი აღწევს იმ ბოსტნეულში, რომელმაც თერმოდამუშავება განიცადა, ანუ მოხარშულში.

თუმცა, ეს არ ეხება ყველა მცენარეული წარმოშობის პროდუქტს. დიასახლისებმა, მზარეულებმა და დედებმა, ყველამ, ვინც საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას უფრთხილდება უნდა იცოდეს, რომელი ბოსტნეული უნდა მოიხარშოს მირთმევამდე!

 

1. ისპანახი
ისპანახი მდიდარია კალციუმით, რკინითა და მაგნიუმით. იმისათვის, რომ ეს ყველა ნივთიერება ორგანიზმმა შეითვისოს, ისპანახი უნდა მოიხარშოს. ამასთან კალციუმის რაოდენობა მოხარშვისას სამმაგდება.

 

2. კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია საკვები ქსოვილებით, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს. ხარშვისას ამ ნივთიერებების რაოდენობა მრავლდება.

ადრეულ გაზაფხულზე დიეტოლოგები გვირჩევენ მოვამზადოთ წვნიანები კომბოსტოს მწნილით. ოღონდ ისე უნდა განსაზღვროთ წვნიანის რაოდენობა, რომ მაშინვე მიირთვათ და არ შეინახოთ მაცივარში.

ხარშვისას ციტამინების C, PP რაოდენობა სამმაგდება. მაგრამ სამწუხაროდ, იკარგება ისეთი იშვიათი ვიტამინი, როგორიც არის U. ამიტომაც უმი კომბოსტო სრულიად არ უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან.

 

3. სტაფილო
უნმი სტაფილო ყველაზე ცუდად შეითვისება ორგანიზმის მიერ. მოხარშული სტაფილო უზრუნველყოფს საჭმლის მუსბუქ გადამუშავებას, ასევე ორგანიზმი იღებს ისეთ ანტიოქსიდანტს, როგორიც არის ბეტა-კაროტინი, რომელიც ორგანიზმში გადაიქცევა ვიტამინად A. ეს ადამიანისთვის აუცილებელი პიგმენტი მხოლოდ სტაფილოს თბოდამუშავების შედეგად გამოიყოფა.

 

4. პომიდორი
ამ ბოსტნეულს უფრო ხშირად უმად მივირთმევთ. მაგრამ ხარშვის შემდეგ ლიკოპინი, რომელიც კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს, ამ პროდუქტში 30 %-ით მატულობს. ამიტომაც აჯობებს, უფრო ხშირად მოხარშული ტომატი, შინაური სოუსები და კეტჩუპები მივირთვათ.

 

5. ჭარხალი
ჭარხალი შეიცავს ისეთ მინერალებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, როგორებიც არის ფლაბვონოიდები და ანტოციანები. ეს ბოსტნეული აგრეთვე მდიდარია რჯინით, კალციუმითა და ნატრიუმით. მოხარშული ჭარხლიდან სასარგებლო ნივთიერებები ბევრად უკეთ შეითვისება ორგაზნიზმის მიერ, ვიდრე უმიდან. გარდა ამისა, მოხარშული ჭარხალი შესანიშნავად ასუფთავებს ღვიძლს, სისხლს, თირკმლებს და ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოსტნეულის მირთმევა მოხარშული უკეთესია, უმ ბოსტნეულზეც არ ღირს უარის თქმა - ისინი აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს კვების რაციონში.