რასთან ერთად არ უნდა მივირთვათ კვერცხი, რათა თავიდან ავიცილოთ სიმძიმე კუჭში და ზედმეტი წონა! - Gemrielia.ge

რასთან ერთად არ უნდა მივირთვათ კვერცხი, რათა თავიდან ავიცილოთ სიმძიმე კუჭში და ზედმეტი წონა!

ჩვენ ყოველდღიურად ვბომბავთ ჩვენს კუჭს არა მხოლოდ მავნებელი საკვებით, არამედ სავსებით უვნებელი პროდუქტებითაც. ჯანმრთელი, ნატურალური კომპონენტები საჭმლის მომნელებელი სისტემისა და წონისთვის ხშირად მტრებად გადაიქცევიან. საქმე ისაა, რომ ყველა პროდუქტი ვერ „მეგობრობს“ ერთმანეთთან.

სწორი და დაბალანსებული კვებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რასთან ერთად არ შეიძლება მივირთვათ ესა თუ ის პროდუქტი. განსაკუთრებით ეს კვერცხს ეხება, რომელიც ისედაც რთულად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

კვერცხთან შეუთავსებელი პროდუქტები

 

თევზი

არ ღირს ერთ კერძში თევზისა და კვერცხის შეთავსება. აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ ოვიდინი, რომელსაც კვერცხი შეიცავს, არ ნეიტრალდება ვიტამინით B7, რომლითაც მდიდარია თევზეული.

 

 

ბრინჯი

აქაც იგივე კანონი მოქმედებს, რაც თევზზე. იმისათვის, რომ მარცვლეულისგან მაქსიმალური სარგებლობა მივიღოთ, რეკომენდებულია, ის კვერცხთან ერთად არ მივირთვათ.

 

 

კარტოფილი

განუყრელი წყვილი - კვერცხი და კარტოფილი - საყვარელ სალათებში სინამდვილეში ვერ რიგდებიან. კარტოფილი შეიცავს მინერალებს, რომლებიც კვერცხში არსებული რკინისა და კალციუმის შეთვისებას ხელს უშლიან. ამიტომაც იმ კერძების მ ომზადება, რომელშიც ეს ორი პროდუქტი ერთად დომინირებს, სწორი არ არის. ერთად ეს ორი პროდუქტი ძნელად შეითვისება და არღვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.

 

 

რძე

თქვენ წარმოიდგინეთ ზოგიერთი ცილოვანი პროდუქტიც ვერ ეწყობა ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით რძესა და კვერცხს ეხება. რძე სასურველია საერთოდაც ცალკე მიიღოთ, ყველა პროდუქტისგან დამოუკიდებლად, რათა მასში შემავალი ყველა სასარგებლო მინერალი ორგანიზმმა მთლიანად შეითვისოს.

 

 

ყველი

ორგანიზმისთვის ბევრად მარტივია გაუმკლავდეს ერთ ცხოველურ ცილას ერთ ჯერზე. ეს ნიშნავს, რომ კვერცხის ლოორთან, ხორცთან და ყველთან ერთად მირთმევა სასურველი არ არის. მსგავსი ნოყიერი საუზმე მთელი დღე დაგიმძიმებთ კუჭს.

 

 

ზოგიერთი ხილი

ვაშლის, მსხლის, ყურძნის, ქლიავის, გარგრის და საზამთროს ცილოვანი საკვების, მათ შორის კვერცხის შემდეგ მირთმევა სასურველი არ არის.

ამის ახსნა პროდუქტების გადამუშავების სხვადასხვა სიჩქარის სხვაობაა. ხილი მიღებიდან 15 წუთში შეითვისება, ხოლო კვერცხის გადამუშავებასბევრად დიდი დრო ჭირდება. წარმოიდგინე, რა ხდება ამ დროს შენს კუჭში!

 

 

კარაქი, ნაღები, მაიონეზი

კვერცხი და ცხიმი - საკმაოდ მისაღები კომბინაციაა, განსაკუთრებით თუკი ცხიმი ცხოველური წარმოშობისაა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ცხიმებს საკვების გადამუშავების პროცესის შენელება შეუძლიათ. ამიტომაც უმჯობესია, რაც შეიძლება იშვიათად მივირთვათ კარაქი, ნაღები და მაიონეზი კვერცხთან ერთად. ან ამ მიქსს დაუმატეთ მწვანილი და ბოსტნეული, რათა გაანეიტრალოს ცხიმის მოქმედება.

 

იმისათვის, რომ არ მოგიხდეთ გემოსა და სასარგებლო თვისებებს შორის არჩევანის გაკეთება, მიირთვით კვერცხი ბროკოლისთან, მწვანილთან და ისეთ ბოსტნეულთან ერთად, რომელიც არ შეიცავს სახამებელს. აჯობებს, საკვებმა სარგებლობა მოგვიტანოს და არა დისკომფორტი და ზედმეტი კილოგრამები.