როგორ მოვამზადოთ ლუნას საყვარელი კერძი - ბოსტნეული ცხლად შებოლილი სკუმბრიით?

კომპანია „ნიკორამ“ საკუთარ სამზარეულოში სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გამორჩეული სახე, ლუნას როლის შემსრულებელი მსახიობი ქეთი ხუციშვილი დაპატიჟა და მისცა შესაძლებლობა, რომ მისთვის საყვარელი კერძი მოემზადებინა. როგორც აღმოჩნდა, ქეთის თევზეული განსაკუთრებულად უყვარს. ამიტომაც არჩევანი სწორედ ისეთ კერძზე შეაჩერა, სადაც თევზი მთავარი ინგრედიენტი იქნებოდა.

 

ქეთი ხუციშვილი: 

როდესაც თევზეულის შეძენას ვაპირებ, დიდ ყურადღებას ვაქცევ მის წარმოებას, გემოსა და ხარისხს. სწორედ აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულად ვენდობი „ოკეანეს“ და ყოველთის მის პროდუქციას ვყიდულობ, რადგან ვიცი, რომ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა, რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ ძალიან სანდო და ყოველთვის გამორჩეულად გემრიელია… 

აქ სტუმრობისას კიდევ უფრო დავრწმუნდი ჩემს არჩევანში, მასპინძლებმაც გამარკვიეს,  რომ „ოკეანე“ ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან გამოჩნდა, ბრენდი მომხმარებელს თავზეულისა და ზღვის პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ, მომხმარებელს უკვე შეგვიძლია ცხლად შებოლილი თევზეულის დაგემოვნებაც, რომლის წარმოებაც "ოკეანემ" ახლახან დაიწყო და დარწმუნებული ვარ, თევზეულის მოყვარულებს და არამხოლოდ მათ, ძალიან მოეწონებათ.

ქეთის საყვარელი კერძია ბოსტნეული ‘’ოკეანეს’’ ცხლად შებოლილი თევზით. 

ცხლად შებოლვის ტექნოლოგიის გამოყენებისას პროდუქტი ერთდროულად იხარშება და იბოლება, რაც თევზს ნაზ, დელიკატურ და სასიამოვნო გემოს ანიჭებს. ასეთი სახით შებოლილი თევზის ხორცი უფრო რბილი და წვნიანია. 

 

ქეთი ხუციშვილი:

 

ძალიან მიყვარს, როდესაც კერძს თავად ვამზადებ. რაც მაქვს სახლში, სუნელები იქნება ეს თუ მწვანილები, მიყვარს ყველაფრის ბლომად გამოყენება. შეიძლება სულაც არ უხდებოდეს ეს ინგრედიენტები ერთმანეთს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მისაღებია, რაც უფრო მეტს მოვიხმარ...
 

- გახსოვთ, როგორ მოამზადეთ პირველი კერძი? 
 

- პირველი კერძი არ მახსოვს, თუმცა მახსოვს „ოსტრის“ მომზადებასთან დაკავშირებული ერთი კურიოზული შემთხვევა. მინდოდა, მამასთან თავი მომეწონებინა და სანამ შინ დაბრუნდებოდა, მთელი გულით და მონდომებით შევუდექი „ოსტრის“ მომზადებას, თუმცა შუა პროცესში ვატყობ, რომ ეს ის არ არის, რაც მე ჩავიფიქრე, რაღაც წვნიანი გამოდიოდა, მაგრამ არ გავჩერდი და გავაგრძელე მზადება მთელი მონდომებით. მამაჩემიც დაბრუნდა, ძალიან მშიერი და ელოდება კაცი “ოსტრს”. ამოვუღე და რა ამოვუღე... ჩამჩა დამჭირდა ფაქტობრივად, ისეთი წვნიანი იყო. მამამ ძალიან ბევრი იცინა და ჩემს კერძსაც “ოსტრ-სუპხარჩო” შევარქვით... 


- პროდუქტების შესაძენად თავად დადიხართ?


- რადგან კერძების მომზადება ძალიან მიყვარს, პროდუქტების შესაძენადაც თავად დავდივარ. ჩემს სახლთან არის „ნიკორას“ სუპერმარკეტი, რომელიც 24-საათიანია. მათი ძალიან ხშირი სტუმარი ვარ. გაგეცინებათ ალბათ, მაგრამ დღეში ზოგჯერ 25- ჯერ შეიძლება ჩავიდე. ელემენტარული რაღაცის ყიდვა რომ მინდა, მაშინაც „ნიკორაში“ გავრბივარ... ძალიან ვენდობი და ჩემ მიერ შეძენილი პროდუქტებითაც ყოველთვის კმაყოფილი ვარ.

 

- გადაღებების დროს გრჩებათ დრო სამზარეულოში ტრიალისთვის? 


- დიახ, გადაღებები მართლაც შრომატევადი და დამღლელია. ხანდახან გამთენიისას, 5-6 საათზე შევსულვარ სახლში, მაგრამ 7

-ზე ავმდგარვარ და შვილისთვის საუზმე მომიმზადებია.

 

ქეთი ხუციშვილის საყვარელი კერძი - ბოსტნეული ცხლად შებოლილი სკუმბრიით
 

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 

ცხლად შებოლილი სკუმბრია ან ცხლად შებოლილი ნოტოტენია - 300გ
კარტოფილი - 250გ
ბროკოლი - 200გ
ყაბაყი - 200გ
პომიდორი ჩერი - 10-15ც
ყველი (ჰოლანდიური ან სულგუნი) - 200გ
ოხრახუში, მწვანე ხახვი, კამა
მარილი, პილპილი - გემოვნებით
 

ახლა კი, მოდით, უგემრიელესი კერძის მომზადებაზე გადავიდეთ.

მაშ ასე, დავიწყოთ: 

 

მოხარშული კარტოფილი, ყაბაყი და ბროკოლი დავჭრათ მომცრო ზომის ნაჭრებად. დაჭრილი ბოსტნეული მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ფორმაში. მოვასხათ 4 სუფრის კოვზი ზეთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. სანამ ბოსტნეული მომზადდება, დრო არ დავკარგოთ და გავჭრათ პომიდორი ჩერი ორ ნაწილად.


უკვე მომზადებულ ბოსტნეულს ზემოდან დავაწყოთ პომიდორი და კვლავ შევდგათ ღუმელში, სანამ ჩერი არ დარბილდება. 

 

ახლა გადავდივართ უკვე მთავარ ინგრედიენტზე - „ოკეანეს“ უგემრიელეს ცხლად შებოლილ სკუმბრიაზე, რომელიც ძალიან წვნიანი, ნაზი და გამორჩეულია.

თევზს გავაცალოთ კანი, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და დავალაგოთ ბოსტნეულს, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და კვლავ შევდგათ ღუმელში, სანამ ყველი არ დადნება.

სუფრაზე მიტანამდე, მზა კერძი წვრილად დაჭრილი მწვანილით გავაფორმოთ. შეგიძლიათ თამამად მიირთვათ... დამიჯერეთ, რომ შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით და გარშემომყოფებსაც თავს მოაწონებთ... 

თამთა ასათიანი

მასალის გამოყენების პირობები
23 მაისი, 2017 02:40 p.m.
ნანახია: 1973