რატომ უნდა ავირჩიოთ Samsung-ის მაცივარი ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემით

როცა მაცივრის შეძენას აპირებ და ვარიანტებს არჩევ, რა თქმა უნდა, შენთვის სასურველ ფერს, ფორმასა და ზომას დაეძებ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოჯახის ამ შეუცვლელი წევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გაგრილების სისტემაა. 

არჩევანი სტანდარტულ და ორმაგი გაგრილების სისტემის მაცივრებს შორის შეგვიძლია გავაკეთოთ. რით განსხვავდება ეს ორი სახეობა და რატომ უნდა ავირჩიოთ მოდელი ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემით.

სტანდარტული გაგრილების სისტემის მაცივრების ორივე კამერაში (მაცივარი და საყინულე) ჰაერის ცირკულაციის ერთიანი სისტემა მოქმედებს. ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემა კი ორივე კამერაში ჰაერს ცალ-ცალკე ატრიალებს, რაც ტემპერატურის და ტენიანობის უფრო ზუსტი კონტროლის საშუალებას გვაძლევს. 

მაგალითად, ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრის გამაგრილებელ კამერაში ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით დიდ ხანს ინარჩუნებს პირვანდელ სახეს და არც გამოშრება, რასაც კონკრეტულად ამ განყოფილებაში არსებული 70%-მდე ტენიანობა უზრუნველყოფს; საყინულეში ჩადებულ ნაყინში ყინული არ ჩნდება და გამორიცხულია, რომ ყინულის კუბიკები გამაგრილებელ კამერაში მოთავსებული თევზის არომატით გაჟღენთილი დაგვხვდეს. ანუ ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრების ორივე კამერა დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და არც სუნებითა და არომატებით აწუხებს ერთმანეთს.

Samsung-ის ორმაგი გაგრილების (Twin-Cooling) სისტემის მაცივრებს ხუთნაირი რეჟიმი აქვთ: 

სტანდარტული, ენერგო ეფექტური, შვებულების, მთლიანად მაცივრის და მინი მაცივრის. ეს რეჟიმები საშუალებას გვაძლევს, საყინულე ნებისმიერ დროს გადავაქციოთ გამაგრილებელ კამერად, ან არდადეგებზე წასვლის წინ სულაც გავთიშოთ, მაშინ როცა გაგრილების კამერა ისევ ჩართული იქნება, ან პირიქით, მხოლოდ საყინულე დატოვოთ, მაცივრის კამერა კი დავასვენოთ.

 

ამ სისტემის მაცივრები გაცილებით დიდ ხანს და უხმაუროდ მუშაობენ, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. 

ორმაგი გაგრილების (Twin Cooling) სისტემის მაცივრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლუსი ანტიბაქტერიული დაცვის რგოლია, რაც მაცივრის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ცირკულაციისას ჰაერი აქტივირებული ნახშირის ფილტრს გაივლის და შესაბამისად, მუდმივად სტერილიზდება, ამის პარალელურად ანტიბაქტერიული ბადე ბაქტერიებს აქრობს. 

თუ დიდი ოჯახი გყავთ და ჯანსაღი საკვები თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Samsung-ს მაცივარი Twin Cooling სისტემით თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრია. :) 

Twin Cooling მაცივრების შეძენა საქართველოში სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი. 

R

მასალის გამოყენების პირობები
8 ივნისი, 2017 03:09 p.m.
ნანახია: 1386