მხოლოდ ერთი ინგრედიენტი მარწყვის იდეალურად გასაყინად! - Gemrielia.ge

მხოლოდ ერთი ინგრედიენტი მარწყვის იდეალურად გასაყინად!

ტკბილი და არომატული კენკრა მთელი წელი!

ხასხასა,  წვნიანი, არომატული, მას ზაფხულისა და მზის არომატი აქვს და  როგორ გვინდა ხოლმე ზამთარში ამ გემოს შეგრძნება. როგორ მოვიქცეთ ამ დროს.

 

დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დიასახლისები უამრავ ხილსა თუ ბოსტნეულს ყინავენ ზამთრისთვის. თუმცა, რთულია, ისე გაყინო კენკრა, რომ შეუნარჩუნო ფორმა, ფერი და რაც მთავარია გემო.

როგორ გავყინოთ სწორად მარწყვი.
 

1.    ავარჩიოთ მარწყვი
პირველი წესი: უნდა ავარჩიოთ საღი კენკრა. ისი აუცილებლად მწიფე, მაგრამ არა გადამწიფებული უნდა იყოს. მკვრივი, მშრალი, მუქი წითელი შეფერილობის. წვრილი ჯიშის მარწყვი უკეთ და უფრო სწრაფად იყინება, გემოც უკეთესი აქვს.
 

 

2.   მარწყვის მომზადება
გადაარჩიე და გადაყარე უხარისხო ნაყოფი. აჯობებს გაყინოთ ნაკლები, ვიდრე მთელი მარწყვის პარტია გააფუჭოთ. აჯობებს არ გარეცხოთ, მაგრამ ადუღებული წყლის ერთი გადავლება მაინც საჭიროა. თუმცა დიდხანს არ დაასხათ წყალი, რათა არ მოიხარშოს ნაყოფი.
ნუ მოაცილებთ ყუნწს, ასე ნაყოფი უფრო ინარჩუნებს ვიტამინებს. ჩაყარეთ მარწყვი ჯამში, ფრრთხილად გარეცხეთ და გაშალეთ ერთ ფენად, რომ გაშრეს.
 

 

3.   ჭურჭლის მომზადება
კარგი იქნება, თუ მარწყვს ერთჯერად, პლასტიკატის კონტეინერებში გაყინავთ. ამისათვის გამოგადგებათ ნებისმიერი სახის უკვე გამოყენებული სათავსო: დაწყებული ნაყინის კონტეინერიდან, გადაჭრილი პლასტიკატის ბოთლებით დამთავრებული.
 

გაყინვა

1.   გაყინვის პირველი მეთოდი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. მოათავსეთ გარეხხილი და გამშრალი კენკრა კონტეინერში 1 ან 2 ფენად, გააჩერეთ საყინულეში ერთი დღე და ღამე. შემდეგ გაყინული მაწყვი ჩაყარეთ ხის ან მუყაოს ყუთებში და შედგით უკვე დიდი ხნით გასაყინად.
 

2.   გაყინვის მეორე მეთოდი ყველაზე კარგად ინარჩუნებს მარწყვის გემოსა და არომატს.  საქმე ისაა, რომ ხშირად გაყინვისას მარწყვი კარგავს ფორმასა და გემოს. ამიტომაც კარგი იქნება თუ მაწყვს გაყინვამდე შაქარს მოაყრით.
აიღეთ 300 გ წმინდა შაქარი ან შაქრის პუდრა ყოველ 1 კგ მარწყვზე. ფენაფენა გაანაწილეთ ჭურჭელში გარეცხილი და გარჩეული მარწყვი და შაქარი.
მოთავსეთ საყინულეში 2-3 საათით, რათა მარწყვმა წვენიც გამოუშვას, შემდეგ გადაიტანეთ შაქრიანი მარწყვი იმ ჭურჭელში, სადაც დიდი ხნით გაყინავთ და დაასხით გამოშვებული წვენი.

3.   ბოლო ყველაზე ნაკლებცნობილი მეთოდი: ამ დროს მარწყვი პიურეს კონსისტენციას იღებს. დააბლენდერეთ მარწყვი, ჩაასხით მიღებული მასა პლასტიკატის ნავებში და მოათვსეთ საყინულეში.