ბროწეულის მარინადი ხორცისთვის და კიდევ 5 კომბინაცია, რომელიც დაუვიწყარ გემოს ქმნის - Gemrielia.ge

ბროწეულის მარინადი ხორცისთვის და კიდევ 5 კომბინაცია, რომელიც დაუვიწყარ გემოს ქმნის

 

იცოდით, რომ ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. აძლიერებს იმუნურ სისტემას, მინიმუმამდე დაჰყავს გულის დაავადებების განვითარების რისკი. ამ ხილს, საოცარ გემოსთან ერთად, საოცარი თვისებებიც აქვს: თუკი ბროწეულის მარცვლებს ჩვეულ კერძებს დაუმატებთ, მიიღებთ საოცრად მდიდარ და ახალ გემოს.

 


გიზიარებთ საუკეთესო კომბინაციებს

 

 

ბრინჯი და ფლავი

 

 

მათ, ვინც იცის და ხშირად ამზადებს ფლავს, შესაძლოა, ეს სიახლე არ იყოს. მაგრამ ალბათ დაგვერწმუნებით, რომ საუკეთესო კომბინაციაა. 

 

 


 

 

 

მარინადი ხორცისთვის

 

 

ჩვეული მარინადების ნაცვლად, დაამარინადეთ ხორცი ბროწეულის წვენში, ან ნარშარაბში. განსაკუთრებით უხდება ბროწეული საქონლისა და ფრინველის ხორცს.  სუფრასთან მიტანისა, მოაყრეთ ბროწეულის მარცვლები ხორცს, არა მხლოოდ გაალამაზებთ კერძს, არამედ საოცარ გემოს შესძენთ. 

 

 

 

 

ნაყინი

 

რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, იმისათვის, რომ განუმეორებელი გემოს ცივი დესერტი მიიღოთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ჩვეულებრივი პლომბირის ნაყინი და  მწიფე ბროწეულის მარცვლები.

 

 

 

 

 

შემწვარი ბოსტნეული

 

 

გსურთ რაიმე განსხვავებული? დაუმატეთ ბროწეულის მარცვლები უკვე შემწვარ ბოსტნეულს და ისიამოვნეთ.

 

 



 

                                                              შოკოლადის ტორტი

 

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შოკოლადისა და ბროწეულის ტანდემი არაჩვეულებრივ გემოს ქმნის. აუცილებლად დააგემოვნეთ