თქვენს წინაშეა ორაგულის ორი ნაჭერი. რომელს აირჩევდით?
თქვენს წინაშეა ორაგულის ორი ნაჭერი. რომელს აირჩევდით?

ორაგულის ფერით ბევრი რამის გარკვევა შეგვიძლია ამ პროდუქტის შესახებ.
ორაგულის სარგებლობისა და გემოს შესახებ მთელი საუკუნე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამ პროდუქტით თავის განებივრება თუნდაც დღესასწაულებზე არ გვაწყენდა. მაგრამ როგორ ავარჩიოთ ნამდვილად ხარისხიანი თევზი?

ორაგული, ორაგულიაო - იტყვით, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, სად ბინადრობდა თევზი, სანამ ანკესზე წამოეგებოდა.

როგორ ავარჩიოთ სწორად ორაგულის ხორცი?

ხარისხიანი და ჯანმრთელი ორაგულის ხორცი მკვეთრად წითელია. თევზს, რომელიც ადამიანმა მოაშენა, ხშირად ფერმკრთალი შეფერილობა აქვს. ძალიან ბაცი ფერი იმაზეც მიუთითებს, რომ თევზი ხშირად გაიყინა და გალღვა.
თევზის მკბეთრ შეფერილობას მის მიერ მიღებული ასტაქსანტინი - კაროტინოიდიც განსაზღვრავს, რომელსაც წყალმცენარეები და პლანქტონი შეიცავს. ველური ორაგული საკმაო რაოდენობით იღებს ამ ნივთიერბას. ხოლო ფერმაში გაზრდილი თევზი ძირითადად სინთეთიკურ ასტაქსანტინს იღებს, რომელიც ქიმიურად ნატურალურის იდენტური არ არის და შესაბამისად თევზს მკვეთრ შეფერილობასაც უკარგავს.
ყურადღება მიაქციეთ ფილეს ჩანაჭრელს. თუკი მასზე კარგად შესამჩნევი თეთრი ზოლებია, ის, სავარაუდოდ ფერმაში მოშენებულია.
ველური ორაგული გაყიდვაში თებერვლიდან აგვისტოს პერიოდში გადის. ხოლო ფერმაში მოშენებული თევზი მთელი წელი ხელიმისაწვდომია.
და რა თქმა უნდა, ფასი. ველური ორაგული ბევრად ძვირია.
 

 

როგორ მოვამზადოთ სწორად ორაგული
იმისათვის, რომ ორაგულის იდეალური კერძი გავაკეთოთ და მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ პროდუქტს სასარგებლო თვისებები, საჭიროა სწორად მოვზამზადოთ. ამირომაც მოგიმზადეთ ეს რეცეპტი.
 

საჭირო მასალა:
400 გ ორაგული
1 ჩ/კ ზეთი
1 ს/კ კარაქი
1 ს/კ ქორფა ბალახების ნარევი
ლიმონის წვენი გემოვნებით
ზღვის მარილი გემოვნებით
 

მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე.
მოათავსეთ თევზი პერგამენდაფენილ გამოსაცხობ ფირფიტაზე. წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ზღვის მარილი და ზემოდან წაუსვით კარაქი.
გაახვიეთ თევზი პერგამენტში.
აცხვეთ 20 წუთი. შემდეგ მოაყარეთ ქორფა ბალახები და მოასხით ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

მასალის გამოყენების პირობები
27 ივნისი, 2017 07:18 p.m.
ნანახია: 15773