ბრინჯის გამოყენების 9 არასტანდარტული მეთოდი
!. გამოიყენეთ ბრინჯი, თუკი შემთხვევით ტელეფონი წყალში ჩაგივარდათ. გაავსეთ პატარა პოლიეთინელის პაკეტი ბრინჯით და მოათავსეთ მასში ტელეფონი. გააჩერეთ რამდენიმე საათი. წყალს ბრინჯი სწრაფად შეიწოვს და ტელეფონიც ამუშავდება.
2. ბრინჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ სააბაზანო ოთახში ჰაერის გამწმენდად. გაგიკვირდათ? აიღეთ 0,5 ჭიქა ბრინჯი და დაუმატეთ 20 წვეთი რომელიმე ეთერზეთი. აურიეთ მარცვლები და გააჩერეთ აბაზანის ოთახში. როცა არომატი დასუსტდება, უბრალოდ შეანჯღრიეთ ბრინჯიანი ჭურჭელი და კვლავ ამოიფრქვევა სასიამოვნო არომატი.
3. სახსრები თუ გტკივათ. გააკეთეთ სპეციალური ბალიში სახსრების გასათბობად. აიღეთ რბილი ქსოვილი, გააკეტეთ მისგან პატარა ჯიბე და ჩატენეთ მასში ბრინჯი. იმისათვის, რომ დიდი დრო არ დაკარგოთ, შეგიძლიათ ამოიყენოთ ჩვეულებრივი წინდა. გააცხელეთ ბრინჯით სავსე ბალიში მიკროტალღურ ღუმელში (30 დან 1 წუთამდე) და დაიდეთ სახსარზე ან დაჭიმულ ადგილას.
4. შინ ყველას აქვს ვიწროყელიანი ჭურჭელი. მისი გარეცხვა კი ყოველთვის პრობლემაა. იმისათვის, რომ გაიმარტივოთ ეს პროცესი, გამოიყენეთ ბრინჯი. ამ შემთხვევაში ის სკრაბის ფუნქციას შეასრულებს. უბრალოდ ჩაასხით ჭურჭელში სარეცხი საშუალება და ჩაყარეთ ცოტაოდენი ბრინჯი. შეანჯღრიეთ და ჭურჭელს კედლებიდან მთელი ჭუჭყი მოშორდება.
5. ბრინჯი გამოდგება დეკორატიულ ჭურჭლადაც. თუკი არ იცით სად შინახოთ დანები, აიღეთ გამჭვირვალე ვაზა, გაავსეთ ბრინჯით და ჩაარჭვეთ მასში დანები. გარდა იმისა, რომ ასე დანის შესანახი ჭურჭელი ძალიან ორიგინალურად გამოიყურება, ასე შენახული დანები დიდხანს არ დაბლაგვდება და მით უმეტეს, არ დაჟანგდება.
6. თუკი შინ გაქვთ ყავის საფქვავი და მასზე ზეთის ლაქები შენიშნეთ, გამოიყენეთ ბრინჯი მის გასაწმენდად. დაფქვით ცოტაოდენი ბრინჯი მასში და თქვენი ყავის საფქვავი გაახლდება.
7. აიღეთ სქელი ქსოვილი და შეკერეთ მისგან თქვენი შინაუარი ბინადრისთვის სათამაშო. როგორ უნდა გამოიყენოთ ამ შემთხვევაში ბრინჯი? უბრალოდ გაავსეთ მარცვლეულით სათამაშო, ოღონდ თუ კატა გყავთ, დაუმატეთ ხმელი პიტნა, ის მას ძალიან მოეწონება.
8. სად მიგაქვთ წყალი ბრინჯის ხარშვის შემდეგ? ალბათ ღვრით არა? შემდეგში გააგრილეთ და გამოიყენეთ ტონიკის მაგივრად. ბრინჯი შესანიშნავად ასუფთავებს კანს.
9. გსურთ, რომ ბოსტნეული და ხილი მალე დამწიფდეს? უბრალოდ ჩაალაგეთ მკვახე ნაყოფი ბრინჯში. აქ ისინი მალე დამწიფდებიან და შეძლებთ დატკბეთ საკუთარი ხელით მოყვანილი ხილითა დაბოსტნეულით იმაზე ადრე, ვიდრე ელოდით.