რას უსვამენ ქათამს შეწვამდე შეფ-მზარეულები: 5 ხრიკი, რომელიც ფრინველის ხორცს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს - Gemrielia.ge

რას უსვამენ ქათამს შეწვამდე შეფ-მზარეულები: 5 ხრიკი, რომელიც ფრინველის ხორცს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს

მრგვლად შემწვარი ქათამი - ეს ის კერძია, სადაც შეგიძლიათ იექსპერიმენტოთ, რამდენიც მოგინდებათ. მომზადების მეთოდი არ იცვლება, მაგრამ სხვადასხვა სანელებლებისა და დანამატების გამოყენებით, სრულიად სხვა, ახალ გემოს მიიღებთ!

 

ყველა შეფ-მზარეულს თავისი, ნაცადი და გამორჩეილი სანელებლების მიქსი აქვს, რომელსაც ქათმის შეწვისას იყენებს.

 

გთავაზობთ მრგვლად შემწვარი ქათმის შენელებისა და ფარშირების ყველაზე საინტერესო მეთოდებს სამზარეულოს ცნობილი ექსპერტებისგან.

 

ღვინო, ბალახები და მანდარინი

ევგენია ნობი, კულინარიულ თემატიკაზე შექმნილი მრავალი წიგნის ავტორი, ქათმის შეწვისას იყენებს ბალახებს, მანდარინს, ღვინოსა და თაფლს.

ის ათავსებს ცხაურზე ქათამს, ცხაურს დებს ღუმელის ფირფიტაზე, ფრინველის შუაგულში დებს რამდენიმე კბილ ნიორს, რამდენიმე ღერ როზმარინს და შუაზე გაჩეხილი მანდარინს. ზემოდან ასხამზ ზეითუნის ზეთის, მანდარინის წვენის, თეთრი ღვინისა და რამდენიმე წვეთი თაფლის ნარევს.

ევგენია ქათამს 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში წვავს. შემდეგ აფარებს ფოლგას და ახლა უკვე 170 გრადუსზე წვავს 40 წუთის განმავლობაში.

 

შებოლილი პაპრიკა

პოპულარული ამერიკელი შეფ-მზარეული, რესტორატორი და სამზარეულოს ისტორიკოსი, მარიო ბატალი უპირატესობას ანიჭებს ქათამს შებოლილი არომატით. თუკი ქათმის შუა ცეცხლზე მომზადების საშუალება არ არის, გრილის ეფექტს შეფი შებოლილი პაპრიკის, ქონდრისა და ხმელი შალფეის ნარევით აღწევს.

მარიო ამ ნარევს შემდეგნაირად ამზადებს: 1 ს/ პაპრიკას უმატებს 2 ჩ/კ შალფეის, 1 ჩ/კ დაფქულ ქონდარს, 2 ჩ/კ მსხვილ მარილს და 2 ჩ/კ დაფქულ შავ პილპილის, შემდეგ უმატებს ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს და ერთ ს/კ ლიმონის წვენს. მიღებულ მასას უსვამს ქათამს, შემდეგ კი წვავს 180 გრადუსზე.

 

ლიმონი და ბალახები

სომელიე და დახვეწილი გემოს მცოდნე შელი ლინდგრენი თვლის, რომ ქათამი თავისთავად გემრიელია და არ ჭირდება განსაკუთრებული, გამოხატული გემოს მქონე სანელებლებისა და სოუსების დამატება. საკმარისია ქათმის გემოს დავუმატოთ შუაში გაჭრილი რამდენიმე კბილი ლიმონი, ლიმონი და ბაზილიკის, ორექგანოს ან როზმარინის რამდენიმე ღერი. ზემოდან წავუსვათ მარილი და პილპილი, ცოტაოდენი ზეითნის ზეთი და შევწვათ 180 გრადუსზე.

 

მდოგვი

შეფ-მზარეული ჟაკ პეპნი იმისათვის, რომ მიიღოს დაბრაწულკანიანი და არომატული ქათამი, იყენებს მდოგვს, თეთრ ღვ ინოსა და ზეითუნის ზეთს. ხოლო პიკანტურობისთვის უმატებს სოოს სოუსს და პროვანსულ ბალახებს.

გააკეთეთ ჩანაჭრელი ქათმის ზურგზე, დააწექით, ხერხემალზე და გაშალეთ ქათამი. წაუსვით დაჭრილი 4 კბილი ნივრის, 2 ს/კ დიჟნის მდოგვის, 2 ს/კ თეთრი ღვინის, 2 ს/კ ზეითუნის ზეთის, 1 ს/კ სოიოს სოუსის, 1 ჩ/კ ტობასკოს, 1 ჩ/კ ხმელი პროვანსული ბალახებისა და 0,5 ჩ/კ მარილის ნაზავი.

მოათავსეთ ქათამი ტაფაზე ზურგით ზემოთ და შეწვით 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ ტაფიანად მოათვსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ კარგად არ შეიწვება.

 

არომატული კარაქი

ჯეიმს ბირდის სახელობის ფონდის „ნიუ-იორკის საუკეთესო შეფ-მზარეულის“ ნომინაციის გამარჯვებული, ფლოიდ კარდოზი ქათმის მომზადებისასა საიდუმლო ინგრედიენტს იყენებს - კარაქს არომატული დანამატებით.

სამზარეულოს კომბაინში ის აქუცმაცებს ქინძს, პიტნას, ნივრის რამდენიმე კბილს, ჯანჯაფილის ფესვის პატარა ნაჭერს, ცოტაოდენ წიწაკა ჩილის და ლაიმის წვენს. მიღებულ ნარევს უმატებს დარბილებულ კარაქს, მწიკვ დაფქულ პილპილს და მიხაკს და მარილს. ცხარეა და პიკანტური? რა თქმა უნდა, შეფი ხომ ინდოელია!

არომატულ კარაქს შეფი უსვამს ქათამს შიგნიდან და გარედან, შემდეგ დებს მაცივარში 4 საათით, ხოლო ამის შემდეგ წვავს 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.