კანაპე - Gemrielia.ge

კანაპე

შემდგომ უწოდეს ერთგვარ ბუტერბროდს, რომელიც მზადდებოდა შემდეგნაირად: გახუხული შავი ან თეთრი პურის დაბრაწულ ნაჭრებს, ე.წ. "მაგარ სკამს", ზემოდან უსვამდნენ არა კარაქს, არამედ მასზე ათავსებდნენ რომელიმე რბილი პროდუქტის სქელ ფენას, მაგალითად, შპროტს, სარდინებს, მოხარშული ქათმის პაშტეტს, შებოლილ თევზს. ამას ემატებოდა ბოსტნეული – კიტრის ან პამიდვრის ნაჭერი, ნიახურის ან კამის პატარა ტოტი, მწვანე ხახვის ფოჩები და სხვა. სირბილისთვის კოვზით ემატებოდა რომელიმე სოუსი – ბეშამელი, მაიონეზი ან არაჟანი. რადგანაც კანაპეს მომზადებას დრო და შრომა სჭირდება, ამიტომ მიღებულია, თადარიგის ადრევე დაჭერა და კეთდება ასობით პატარა, კვადრატის ფორმის ნაჭერი, რომელსაც ჩარჭობილი აქვს ჩხირები, რათა ადვილად ასაღები იყოს და ფენებმა დეფორმაცია არ განიცადოს.