როგორ გავყინოთ ატამი ზამთრისთვის ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყველა ვიტამინი? - Gemrielia.ge

როგორ გავყინოთ ატამი ზამთრისთვის ისე, რომ შევუნარჩუნოთ ყველა ვიტამინი?

ბევრი დიასახლისი უარს ამბობს პროდუქტების დაკონსერვებაზე, რადგან ეს პროცესი ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვს, ამიტომაც ისინი ხილსა და ბოსტნეულს ყინავენ. ავიღოთ მაგალითად, ატამი. მისგან შესაძლებელია მოვხარშოთ კომპოტი, მურაბა და ჯემი. ან მივმართოთ მარტივ გზას, გავყინოთ და შევუნარჩუნოთ ხილს ყველა ვიტამინი!

 



როგორ გავყინოთ ატამი ზამთრისთვის.

 

გასაყინად იდეალურია მწიფე ხილი.


აადუღეთ ქვაბში წყალი. მოამზადეთ ჭურჭელი ყინულიანი წყლით.

ბასრი დანის მეშვეობით გააკეთეთ ატამზე “X” ფორმის ჩანაჭრელები.

ჩაყარეთ 4 ცალი ატამი ადუღებულ წყალში და დაიცადეთ 30 წამი. ამოიღეთ ატამი მდუღარედან და გადაიტანეთ გაყინულ წყალში.

 

გააცალეთ კანი ატმებს.

დაჭერით ატმები პატარა ნაჭრებად.

 

 

აიღეთ პერგამენტის ქაღალდი და დაალაგეთ მასზე ატმის ნაჭრები ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.

 

 

გადააფარეთ ატმის ნაჭრებს საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოთავსეთ პერგამენტის ქაღალდიანად ატმები საყინულეში მთელი ღამით.

 

გამოიღეთ ხილი საყინულედან მეორე დილით და გადაიტანეთ ატმის ნაჭრები კონტეინერში.

 

დააფარეთ ჰერმეტულად თავსახური და მოათავსეთ კონტეინერი საყინულეში ზამთრამდე, შემდეგ კი გამოიყენეთ გემრიელი დესეტების მოსამზადებლად.